მილანიდან დაბრუნებულს მოკლე ვადებში სამეცნიერო მივლინებით მიწევდა გამგზავრება აშშ-ში. კალიფორნიაში ვიზიტი, რომელიც თავის თავად იყო ძალზე საინტერესო, იმავდროულად მაძლევდა საშუალებას დავსწრებოდი ‘რომეო და ჯულიეტას’ სპექტაკლს ლოს ანჯელესის საოპერო თეატრში. ამ სპექტაკლს მთელი ნოემბრის თვე უნდა დაეკავა თეატრის რეპერტუარში და მე მის მეხუთე დადგმას კვირას, 20 ნოემბერს უნდა დავსწრებოდი. დილიდან სამხრეთ კალიფორნიაში მოღრუბლული ამინდი იყო, მზის გამოჩენის იმედი მქონდა, მაგრამ როგორც კი ორანჯ ოლქიდან ჩავედი ლოს ანჯელესში, წვიმამ წამოწინწკლა. სპექტაკლი დღის ორ საათზე იყო დანიშნული, მე კი სასტუმროდან, რომელიც თურმე ოპერასთან ძალზე ახლოს მდებარეობდა, გაცილებით ადრე გავედი ქალაქის ცენტრის, საქმიანი ნაწილის დასათვალიერებლად. წვიმამ იმატა და მოკლე ხანში თავსხმად გადაიქცა. აცივდა, ნისლი მოაწვა ქალაქს და დაბნელდა, გეგონებოდა საღამოს 6-7 საათი იყო. დოროთი ჩანდლერის სახელობის პავილიონი, რომელიც სტუმრობს ლოს ანჯელესის ოპერას, მაღლობზე მდებარეობდა და მე, სანამ მივედი, მიუხედავად ქოლგისა, კარგადაც დავსველდი. ეს იმანაც განაპირობა, რომ მისასვლელი გზა არც მე ვიცოდი და არც ჩემთან დამგზავრებულ ორ ამერიკელ ოპერის მოყვარულს არ სცოდნია. ამინდის ასეთმა უცნაურობამ (კალიფორნიისათვის განსაკუთრებით) არ შეაჩერა ბილეთების მფლობელები და უკვე ოპერის ფოიეში მრავალი ადამიანი იდგა – მეტწილად ეს შეძლებული და ასაკოვანი ხალხი იყო. წარმოდგენის წინ, ერთი საათით ადრე, მუსიკათმცოდნე მეორე სართულის ფოიეში ლექციას ატარებდა, რომელსაც მოგვიანებით მეც შევუერთდი. მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ სულ იმას ვფიქრობდი, როგორ გამეშრო სველი ტანისამოსი. ლექცია ძალზე საინტერესო და აუდიო მასალით გამდიდრებული იყო. ამას, ფოიეში მრავლად განთავსებულ გასაშლელ სკამებზე მსხდომი დამსწრე საზოგადოება დიდი ყურადღებით უსმენდა. გაისმა ზარი და დარბაზის კარები გაიხსნა, ლექცია დამთავრდა და მე ჩემი ადგილის ძებნა დავიწყე.
ლოს ანჯელესის ოპერა, როგორც მუდმივმოქმედი, დამოუკიდებელი საოპერო დასი, არსებობს 1986 წლიდან, თუმცა, დოროთი ჩანდლერის პავილიონი თავის ინაუგურაციის წლიდან (1964) წარმოადგენს მუდმივმოქმედ საკონცერტო დარბაზს, სადაც სახელგანთქმულმა ლოს ანჯელესის სიმფონიურმა ორკესტრმა პირველმა დაიდვა ბინა და მოღვაწეობდა იქ შემდგომი 39 წელი. ქალბატონი დოროთი ჩანდლერი წარმოადგენდა უმდიდრეს მეცენატს, რომელმაც დააპირა სწრაფადმზარდ ლოს ანჯელესისათვის შეექმნა მრავალშენობიანი საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი. ჵპირველად გაიხსნა მუსიკალური ცენტრი, რასაც მოგვიანებით ორი სხვა შენობაც დაემატა. 2003 წელს ამ შენობათა კომლექსს უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი დაემატა და იქ ლოს ანჯელესის ფილარმონიური ორკესტრი გადავიდა. დღეისათვის ქალაქის შუაგულში, 5.6 ჰექტარ სივრცეზე განლაგებულია მუსიკალური ცენტრის კამპუსი.
სახელგანთქმული პლასიდო დომინგო თავიდანვე ჩაერთო ლოს ანჯელესის ოპერის პრესტიჟის ასამაღლებლად მზრუნველთა კომპანიაში. ჯერ იგი გვევლინება როგორც შემსრულებელი (პირველი წარმოდგენა – ვერდის ‘ოტელო’-ში), ხოლო 2003 წლიდან დომინგო უკვე ოპერის გენერალური დირექტორია. მშვენიერი ჟურნალი, რომელიც უსასყიდლოდ რიგდებოდა დარბაზში და წარმოადგენდა სპექტაკლის პროგრამას, დეტალურად მოგვითხრობდა იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭო მრავალი კერძო მეცენატების დახმარებით დგამდა, რათა განხორციელებულიყო სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოების წარმოდგენა სცენაზე, მოეზიდათ ძველი და აღეზარდათ ახალი მსმენელი.
ლოს ანჯელესის ოპერა, თავის დაარსებიდან დღემდე, საკმაოდ მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და შედის აშშ-ს საუკეთესო საოპერო თეატრების ხუთეულში. გუნოს ‘რომეო და ჯულიეტა’-ს დადგმა ამ სცენაზე პირველად 2005 წელს განხორციელდა და ამა წლის ნოემბრის თვემდე არ განმეორებულა. მარკ და ევა სტერნებმა, მუსიკის ამერიკელმა მეცენატებმა, დიდი მხარდაჭერა გამოავლინეს როგორც ოპერის პირველი დადგმის დროს, ასევე მისი განახლების იდეის ხორცშესხმაში. ამ სპექტაკლისათვის საინტერესო შემადგენლობას მოუყარეს თავი: ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე და ამომავალი ვარსკვლავი - იტალიელი ტენორი ვიტორიო გრიგოლო მთავარ როლებში. ჩემი ინტერესიც ამ ვოკალისტების წყვილმა განაპირობა, რომელიც მე სცენაზე აქამდე არ მომისმენია.
დოროთი ჩანდლერის პავილიონი თანამედროვე საკონცერტო დარბაზს წარმოადგენს, რომელსაც პარტერის ოთხი იარუსი დაჰყურებს. მათგან პირველს ფართო ნახევარწრის ფორმით ‘დამფუძნებელთა წრედი’ ეწოდება – ამ ლოჟის უკანასკნელ რიგში გამომიყო ლოს ანჯელესის ოპერის პრესასთან კავშირის ბიურომ მე ადგილი. აღსანიშნავია, რომ თავისი ღირებულებით ამ ლოჟის ადგილები პარტერის ადგილებს უტოლდება. თავდაპირველად მე შეწუხებული ვიყავი, რომ სცენა შორს მოჩანდა და შემსრულებლები დისტანციაზე იყვნენ, მაგრამ ამინდის უკუღმართობამ იმოდენა დისკომფორტი შემიქნა, რომ ჩემი სველი კოსტუმის გაშრობის თვალსაზრისით ეს საუკეთესო ადგილიც კი გამოდგა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ სცენა სრულად ჩანდა და აკუსტიკურად ადგილი იყო უნაკლო. ორკესტრს ამ სკექტაკლებში თავად პლასიდო დომინგო ხელმძღვანელობდა და როდესაც იგი ოპერის დაწყებამდე სცენაზე გამოვიდა, მე ჯერ კიდევ მოულოდნელს არაფერს ველოდი. დომინგოს საუბარი გაუგრძელდა, როგორც იქნა ბოლოს არასასიამოვნო ამბავი გვაუწყა: ვიტორიო გრიგოლო გაცივებული ყოფილა და ვერანაირად ვერ გამოვიდოდა სცენაზე. მაგრამ სხვა ტენორმა, რომელიც თურმე ფართოდ ყოფილა ცნობილი ლოს ანჯელესის პუბლიკისათვის, გამოეხმაურა დომინგოს მოწოდებას და ჩიკაგოს ‘ლირიკ’ ოპერის სცენიდან ჩამოვიდა ლოს ანჯელესში, რომ დღევანდელი წარმოდგენა არ ჩავარდნილიყო. მე ძალზე მწარედ ამოვიოხრე, მაგრამ რას გავაწყობდი, ფაქტის წინაშე ვიდექი, უკვე სხვა ლირიული ტენორი, ჩარლზ კასტრონოვო უნდა მომესმინა და შემეფასებინა.
თავიდანვე აღვნიშნავ, რომ შესრულებამ ჩემზე დატოვა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება. დადგმა იყო კლასიკური – გადატანილი გუნოს დროში, ანუ მე-XIX საუკუნის საფრანგეთში. ფორმები, კოსტიუმები ბრწყინვალე (ტიმ გუდჩაილდი), სცენოგრაფია საუკეთესო (ჯონ განტერი). არც ერთ სცენაში გმირი მარტო, სტატიკურად არ რჩებოდა – მას სხვა, თუნდაც უხმო როლის შემსრულებელი რამდენიმე გმირი ახლდა. დიდ სცენებში ეფექტურად გამოიყენა რეჟისორმა (იან ჯაჯი) გუნდი, ბალეტის დასი ვალსირებდა მეჯლისის სცენაზე და მონაწილეობდა ყველა დიდ სცენაში, სადაც კი მოქმედება კაპულეტების სახლში იყო. უნაკლონი იყვნენ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები. მომეწონა როგორც ბარიტონი მუზეოპ კიმი (მერკუციო), ასევე მეცო-სოპრანო რენე რაპიერი (სტეფანო). ცნობილი ბარიტონი ვლადიმირ ჩერნოვი ლორდ კაპულეტის როლში უბადლო იყო.
უცნაურად მეჩვენა ის ფაქტი, რომ დადგმის პირველი ნაწილის თითქმის ბოლომდე დეკორაციები ყველანაირი მოტორიზირებული ტექნიკის გარეშე იყო, ანუ სცენაზე გამოსული დამხმარე პერსონალის საშუალებით იცვლებოდა. ამას თავისი სცენოგრაფიული დატვირთვა ჰქონდა, რაც არანაირ დისონანსში არ მოდიოდა დადგმასთან. ყველაფერი იყო მდიდრული, ბრწყინვალე, ისე როგორც ჰოლივუდის საუკეთესო დადგმებშია ხოლმე.
სამივე პირველი აქტი პაუზების გარეშე მიდიოდა, შესვენების შემდგომ მეორე ნაწილში შესრულდა მეოთხე და მეხუთე აქტი, ანუ მეორე ნაწილი დაიწყო შეყვარებულთა პირველი საქორწინო ღამის შემდგომი დუეტით (რეჟისორულად მეტად გაბედულად გადაწყვეტილი). საერთოდ, არ შესრულდა IV აქტის საბალეტო სცენები და მთელი მეორე სცენა და მეხუთე აქტის პირველი სცენა (ლიბრეტოს თანახმად). ჯულიეტას ურთულესი არია მეოთხე მოქმედებიდან ‘ამორ რანიმე მონ ცოურაგე’ ქართველი მომღერლის მიერ შესრულდა, რაც მისდამი ნდობასა და აღიარებაზე მეტყველებს.
რაც შეეხება დირიჟორობას – იგი ერთი მხრივ შეუმჩნეველი და მეორე- მხრივ ოდნავ შენელებული (ტემპის თვალსაზრისით) ჩანდა, გუნდი არც ისე ცუდი იყო ოპერის სცენისათვის, მაგრამ გარკვეულწილად ჩამოუვარდებოდა ‘ლა სკალას’ ან ვენის საოპერო სცენების გუნდებს.
ჯულიეტას ცნობილი არია ‘Amor ranime mon courage’ პირველივე აქტში ინტროდუქციისა და ტიბალდის არიის შემდეგ სრულდება და როგორც ჩანს სცენაზე წარმოადგენს სერიოზულ ბარიერს, რადგან მას მსუბუქი, ჰაეროვანი და მოქნილი ხმა უხდება, ვინაიდან ჯულიეტა უტყუარად ასოცირდება ახალგაზრდობასთან, ქალწულობასთან, პირველ ვნებებთან და სიმყიფესთან. საპირისპიროდ ტემპი არიაში დაგდებული იყო, მაჩაიძის დიდი ხმა იმდენად ავსებდა დარბაზს, რომ ჩემში განსხვავებული ასოციაციები გამოიწვია. გამახსენდა მოსმენილი მირელა ფრენი კარიერის ბოლოს ‘ლა სკალა’-ს დასსთან ერთად ადრიანა ლეკუვრერის როლში და სამწუხაროდ ეს შთაბეჭდილება (შეუსაბამობა შესრულების მანერისა როლთან) მთელი ოპერის მსვლელობისას არ მცილდებოდა. ქ-ნი ნინო უბრწყინვალესი თეთრი სამეჯლისო კაბით ეფექტური იყო უფრო მეტად ვიზუალურად ვიდრე ვოკალურად, თუ არ ჩავთვლით კარგ მაღლებს. შემდგომ სცენებში (ანუ დუეტებში) იგი უფრო უახლოვდებოდა როლს და ფინალურ სცენაში მომეჩვენა უფრო შესაბამისი უკვე დაბრძენებულ, გამოცდილ ჯულიეტასთან.
ნიშანდობლივია, რომ სპექტაკლის წინ მუსიკათმცოდნემ ამ ტრანსფორმაციას მიაქცია ყურადღება – ორივე გმირი სიუჟეტის კვალდაკვალ (ოთხივე დუეტის მანძილზე) მიამიტი, გამოუცდელი ახალგაზრდებიდან გარდაიქმნებიან ზრდასრულ წყვილად, რომელიც მზადაა სიკვდილსაც კი არ შეუშინდეს. ეს გარდაქმნა კარგად იგრძნობა მუსიკაში და უნდა გადმოიცემოდეს მომღერლის საშუალებით. რომეოს შემსრულებელს მუქი და საშუალო სიმძლავრის ხმა ჰქონდა, თუმცა მისი შესრულების მანერა კარგად შეესაბამებოდა როლს – ლირიული, კარგი კანტილენით, ფრანგული ენის შედარებით კარგი დიქციით მან მოახერხა მსმენელის მოჯადოება და რომეოს სიყვარულისა და ტრაგიზმის გადმოცემა. საჭიროებისას იგი უმატებდა ხმას და მაღალი ნოტებით ავსებდა დარბაზს. ყოველ შემთხვევაში, შემცვლელის წყალობაზე კასტრონოვო კიდევაც მომეწონა. მსმენელმა მიიღო ოპერა – ოვაციები არ წყდებოდა. მე გავეშურე გასასვლელისაკენ, ამინდი ისევ უვარგისი იყო და მეტროს საშუალებით ღამის ჰოლივუდს მივაშურე. მეტროს ვაგონში ჩემი ახლად გაცნობილი ოპერის მოყვარულები ისევ შემხვდნენ, გულდაწყვეტილები, არ მალავდნენ წყენას გრიგოლოს ჩანაცვლების გამო, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებების გაზიარების შემდეგ იქით გამამხნევეს – ‘დღეს ქართველი სოპრანო ფორმაში არ იყო. თორემ სხვა დროს უკეთესიაო”
დავით გიგინეიშვილი

12.2011
გამოქვეყნებულია ჟურნალ "მუსიკა"–ში 2012 #1:38–40
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/001106/

No comments:
Post a Comment