საქართველოს თავის ტვინის პირველადი სიმსივნეების რეესტრი (Georgian Brain Tumour Registry)
წარმოადგენს ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის
დეპარტამენტის პროგრამას, რომელიც მხარდაჭერილია შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდის მიერ.
თავის ტვინის პირველადი სიმსივნის რეესტრი აგროვებს, უკეთებს ანალიზს და აქვეყნებს ინფორმაციას მოსახლეობის ავადობაზე (ინსიდენსი) და სიკვდილიანობაზე თავის ტვინის სიმსივნით. ეს პოპულაციური კვლევა მთელი რესპუბლიკის მასშტაბით აწარმოებს დაკვირვებას თავის ტვინის სიმსივნეების, როგორც ახალი დიაგნოსტირებული შემთხვევების (ავადობის), ასევე მათ მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობაზე დროის გარკვეულ მონაკვეთში და განიხილავს ამ მაჩვენებლების კავშირს სქესთან, ასაკთან, გეოგრაფიულ რეგიონთან და მოსახლეობის სხვა სოციალურ მაჩვენებლებთან.
პროგრამის ძირითადი შემსრულებლები არის დეპარტამენტის წამყვანი აკადემიური პერსონალი, მათ შორის პროფ.დავით გიგინეიშვილი, აღნიშნული პროექტის მთავარი სულის ჩამდგმელი და ავტორი.
დამატებითი ინფორმაცია იხილე რეესტრის საიტზე:
http://gbtr4.000webhostapp.com/index.html

No comments:
Post a Comment