საღამოს კონცერტზე წარმოდგენა მოცარტის 25-ე სიმფონიით დაიწყო (K.183). ღვაწლმოსილი ფილიპე ჰერევეგე ელისეის მინდვრების ორკესტრთან ერთად აძლევდა დიდ პროგრამას მოცარტის ნაწარმოებებიდან. ეს სევდიანი პირველი ნაწილი ეფექტურად არის გამოყენებული ნევილ მერინერის მიერ გახმაურებულ ფილმ ‘ამადეუსში’. მთელი სიმფონია, მიუხედავად მოცარტეული სისხარტისა, განმსჭვალულია სევდით, მაგრამ ჰერევეგეს განსხვავებული აქცენტები ჰქონდა – ორკესტრის ოდნავი მოდუნება და შემდგომ ერთ მუშტად შეკვრა – მაგრამ ეს მისი ოსტატობის ნაკლი კი არა, არამედ გათვლილი საშემსრულებლო მანერა იყო. მესამე ნაწილში ეფექტურად გამოიყო სასულე ინსტრუმენტები – ჰობოი და ტრომბონი, სიმფონია მძლავრი ალეგროთი დასრულდა. მოცარტეუმის კოხტა დარბაზს 35-კაციანი ორკესტრი სრულად ავსებდა. მძლავრი მუსიკით მსმენელი ისე დაიმუხტა, რომ დარბაზში თანდათანობით ჩამოცხა. მოცარტის ცნობილი მე-3 (K.216) სავიოლინო კონცერტის შესრულების დროს შემსრულებლების დაძაბულობა და განცდებიც გამოვლინდა. ქრისტიან ტეტცლაფმა თავდაპირველად სიტყვიერი გამოსვლით დააპირა დარბაზის რელაქსირება. მაგრამ მისი განცდები შესრულებისას ადვილად გადაედო პუბლიკას, რომელიც სრულ ეგზალტაციამდე მივიდა. ეს მევიოლინე სხვა დროს, სხვაგან მომისმენია და არ ველოდი, თუ იგი მოახერხებდა სავიოლინო კონცერტის მეორე ნაწილიდან დომინირებას ჰერევეგეს მძლავრ ორკესტრზე. მან შესძლო რომანტიკულ სტილში მოცარტის მუსიკის გადმოცემა. შემსრულებელი მთლიანად ჩაერთო მუსიკაში, მხოლოდ კადენციები იყო ძალზე ხანმოკლე და უბრალო. რონდოში (K.373) ტეტცლაფის ვიოლინო დომინირებდა – და ნაზი მელოდიური სრიალის ნაცვლად იგი ენერგიულად უძღვებოდა ორკესტრს, თითქოს პირველი და ერთადერთი ვიოლინო ყოფილიყო, რამაც უცნაური და სასიამოვნო ეფექტი გამოიღო. დარბაზი დიდი ოვაციებით შეხვდა მას. შესვენებაზე იგი დარბაზში ჩემს ახლოს, მსმენელების გვერდით დაჯდა. მოკლე საუბარი გავმართე მასთან – რეალობაში იგი პატარა და ბიჭური იერის მამაკაცი აღმოჩნდა. მეორე ნაწილში ჰერევეგემ ‘იუპიტერ’ სიმფონია შეასრულა. ეს იყო ერთიანი გრიგალი, რაც ბეთჰოვენის მანერას გვაგონებდა. დირიჟორი არც ფორტეებს და არც კრეშენდოებს ერიდებოდა, იმავდროულად აქა-იქ გამოყოფდა სასულე ინსტრუმენტებს, ჰორნსა და ჰობოებს. ორკესტრანტები სხვანაირად იყო განლაგებული, ვიდრე წინა სპექტაკლების დროს. ორივე მხარეს სრულად იყო წარმოდგენილი სიმებიანები და მარცხნივ კონტრაბასები. ორკესტრს ეტყობოდა დირიჟორთან ხანგრძლივი ურთიერთობა, ჰერევეგე სრულად მართავდა ამ ურთულესი მუსიკალური ნაწარმოების შესრულებას. სიმფონიის ბოლო ნაწილში – მოლტო ალლეგრო – დიდი ექსპრესიითა და სიმძლავრით შესრულდა, მსგავსი ცოცხალი შესრულება არასოდეს მსმენია. დარბაზი მუსიკას უკვე ვერ იტევდა. გარკვეული შეუმჩნეველი პაუზებით სავსე ჰერევეგემ თავისი ხელწერა დატოვა ამ ნაწარმოების გადმოცემისას. რჩებოდააშთაბეჭდილება, რომ ორკესტრანტები სადაცაა დაუსხლტებოდნენ დირიჟორის მკაცრ ნებას, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით ხელმძღვანელი ისევ კრავდა ილუზორულ თავისუფლებას მიცემულ ორკესტრანტებს და ყველაფერი ერთიან კალაპოტში ჯდებოდა. დაუვიწყარი საღამო და დაუვიწყარი შესრულება იყო.
წარმოდგენის მეორე ნაწილში შესრულდა მოცარტის 39-ე სიმფონია (K.543). აქ უკვე ორკესტრი შეივსო 30 კაცამდე. ცოცხლად და ამავდროულად ნარნარით წაიყვანა ორკესტრი მაკკრიშმა და მიუხედავად დამატებული 2 ტრომპეტისა ორკესტრს არ ეტყობოდა სიმძიმე და გადამეტებული ფორტისიმოები. მკაფიოდ დომინირებდნენ ვიოლინოები, როგორც სხვა სპექტაკლების დროს, ძველებური ჰობოი უცნაურ და სასიამოვნო ჟღერადობას გამოსცემდა. მესამე ცნობილ ნაწილში (menuetto) კი მენუეტი გადაიქცა ნამდვილ ზეიმად – მაკკრიში მზად იყო დარბაზთან ერთად ეცეკვა. სასულოები მკაფიოდ გამოყოფილი და უბადლო აკუსტიკის გამო იდეალურად ისმოდა. ბოლო დამაგვირგვინებელი ნაწილი ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით წაიყვანა, რომ ეჭვიც კი შემეპარა ორკესტრანტების გამძლეობაში. მაგრამ სრული ინგლისური პედანტიზმითა და პუნქტუალობით დაასრულეს მუსიკა, რომელიც დაგვირგვინდა დოლის მძლავრი დარტყმებით. ამ ნაზად და შთამბეჭდავად დადგმულმა მუსიკალურმა ფეერიამ მოაჯადოვა მაყურებელი – ურიცხვი აპლოდისმენტი მოიმკო ორკესტრმა. მაკკრიშს ხშირად მოუწია გამოსვლა სცენაზე, რასაც იგი ცეკვა-ცეკვით ახერხებდა. მაგრამ ბისზე ნაწარმოები არ შესრულდა. ორკესტრანტებმა მალე დატოვეს დარბაზი და უკვე გასვლისას, ავტობუსში გასამგზავრებლად მომზადებულებს მოვკარი თვალი. ამ შუადღის წარმოდგენისას დარბაზში ჩემს სიახლოეს მჯდომი ნაცნობი სახე დავინახე – ეს ის მამაკაცი იყო, რომელიც აგრეთვე, პრესის ბილეთით იაკობსის წარმოდგენაზე ჩემს გვერდით იჯდა. გამოველაპარაკე – იტალიელი მუსიკათმცოდნე ბატონი კარლო პიხტერი აღმოჩნდა. იგი ვერ მალავდა აღფრთოვანებას იაკობსის, ჰერევეგესა და მაკკრიშის სამივე ხპექტაკლის მიმართ: 20 წელია მუსიკალურ სპექტაკლებს ვესწრები და ასეთი დონე ჯერ არ შემხვედრიაო. გავუზიარეთ შთაბეჭდილებები ერთმანეთს მოცარტის შემსრულებლებზე და საერთოდ ოპერაზე, იგი ვერონაში მოღვაწეობდა და სასტიკად შეძრწუნებული იყო ვერონის არენაზე დადგმული საოპერო სპექტაკლების დაბალი დონით. მეც აღვნიშნე რომ ბაროკო მუსიკის შესრულებას ოქროს ხანა დაუდგა, მაშინ, როდესაც XIX საუკუნის იტალიური ოპერის შესრულების ხარისხი თანდათან ეცემა. მან ასევე მიამბო, თუ როგორ მოუთმენლად ელის პატრის შეროს და დანიელ ჰარდინგის ერთობლივი შემოქმედებით წარმოდგენილ მოცარტის ‘Cosi fan tutte’-ს ვენის საოპერო თეატრში. ამ სპექტაკლმა უკვე მოიპოვა დიდი წარმატება საფრანგეთის საოპერო სცენაზე, მასში მონაწილეობს საოპერო სცენის ამომავალი ვარსკვლავი ელენა გარანკა.
დასრულდა ბოლო წარმოდგენა, რომელსაც მე დავესწარი, მსმენელებს კი იმ საღამოს ფესტივალის დიდ დარბაზში კიდევ ელოდა აივორ ბოლტონის ინტერპრეტაციით ჰენდელის ‘მესია’.
ბოლოს აღვნიშნავდი, რომ ყველა შემსრულებელი წარმოადგენდა ბაროკო მუსიკის ინტერპრეტატორთა გრანდებს, რაც უშუალო წარმოდგენებმა სრულად დაამტკიცეს. აქ საუბარი მხოლოდ შემსრულებელთა ინდივიდუალურ მიდგომებზე შეიძლება. რაც ფესტივალის დროს მკაფიოდ გამოვლინდა – ეს იყო სიმებიანის გადამეტებული აქცენტების ხმარება და სასულეების (ჰორნები და ტრომპეტები) აქტიური გამოყენება. აკუსტიკურად ძველებური ინსტრუმენტებიანი ორკესტრები მოცარტეუმის დარბაზში ჟღერდა მეტად შთამბეჭდავად, ვიდრე უახლეს ტექნოლოგიურ ჩანაწერებში (ვგულისხმობ SACD-ს). მეორე, რაც აღნიშვნის ღირსია, არის ამ პატარა ქალაქში, ზალცბურგში ჩატარებული კონცერტების არნახულად მაღალი დონე. ფესტივალში ჩართული იყო მსოფლიოში აღიარებული მეტრები – რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ფესტივალის უმაღლეს დონეზე და მისი ორგანიზატორების დიდ უნარსა და შესაძლებლობებზე.
ფესტივალი დამთავრდა, მაგრამ მსმენელებში და კერძოდ, ჩემში დარჩა ამ დღეების განუმეორებელი შტაბეჭდილებები. მკვეთრად ვიგრძენი, თუ რამდენად მოკლებული ვართ ჩვენ ბაროკო მუსიკის და მაღალი რანგის შემსრულებელთა ცოცხალ მოსმენას უშუალოდ სცენიდან.
არ მეგონა, რომ ჰერევეგეს მიერ წარმოდგენილ მოცარტის აბობოქრებული მუსიკის შთაბეჭდილებას კიდევ რაიმე მძლავრი დაემატებოდა. ასეთი ეჭვებით გავეშურე კვირის წარმოდგენაზე, სადაც პოლ მაკკრიშს თავის ორკესტრთან 'Gabrieli players' უნდა წარმოედგინა მოცარტის მუსიკა. ჰერევეგეს ორკესტრისაგან განსხვავებით მაკკრიშის ორკესტრი სულ ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული, პირველი ვიოლინოც ახალგაზრდა ქალბატონი გახლდათ. ჩემს თვალწინ უჩვეულო სანახაობა გადაიშალა - მთელი ორკესტრი ფეხზე იდგა და დირიჟორი საერთოდ არ სარგებლობდა ნოტებით. 29 სიმფონიის (K.201) ოდნავ ფაქიზი დასაწყისის შემდეგ სწრაფადვე დაეტყო ორკესტრს ხელმძღვანელის ხელწერა. ნაზად, ლაღად და ძალზე ზუსტად მიედინებოდა მუსიკა. ორკესტრი, რომელიც ამ ნაწილში მხოლოდ 25 წევრისაგან შედგებოდა, იყო ტრადიციულად განლაგებული, ისე როგორც კუპმანს ჰქონდა. მეორე ნაწილი შესრულდა ფაქიზად და ზედმიწევნით პლასტიურად – ამიტომაც თვით დირიჟორიც, მკაცრ სურთუკში გამოწყობილი (იაკობსის ტანისამოსის მსგავსად), სულ მოძრაობდა და თანაც ისე პლასტიურად, რომ მისი მოძრაობები ნამდვილ ცეკვას ჰგავდა. ეს არ იყო ჰერევეგეს ფილოსოფია, ეს იყო ლირიკა. აქაც, როგორც წინამორბედებმა, მაკკრიშმა გვერდი არ აუარა სასულე ინსტრუმენტებს და ჰორნს საბოლოო სიტყვის უფლება მიანიჭა. მესამე და მეოთხე ნაწილები ასევე დიდი ექსპრესიით, თუმცა სავსებით კამერულად და რბილად შესრულდა – ჰორნს, რომელსაც ახალგაზრდა, წითური, ოდნავ ტანსრული გოგონა ასრულებდა, დიდი ჯაფა დაადგა. შემდეგი ნაწარმოები - საფორტეპიანო კონცერტი ორი პიანინოსათვის (K.365), დებმა ლაბეკებმა შეასრულეს. თანამედროვე ლამაზ სურთუკებში გამოწყობილი ახალგაზრდები დიდ ვიზუალურ ეფექტს ახდენდნენ. ცელქ და ანც პირველ დას (კატიას) უპირისპირდებოდა მეტად დინჯი და დაფიქრებული მეორე და (მარიელა) – ასეთი ხასიათობრივი ცვლილებები ინტერპრეტაციაშიც გამოვლინდა და მათ ჩაცმულობაშიც. ისინი დაუვიწყარ სანახაობას ქმნიდნენ, როდესაც კონცერტის პირველ ნაწილში პიანოფორტეზე ერთმანეთს უბავდენ მელოდიას. მომეწონა ის, რომ ერთ-ერთი მათგანი ღიღინებდა მელოდიას (სხვათა შორის, მუსიკაზე ღიღინით აყოლა ერთხელ იაკობსაც შევნიშნე). ეფექტური გარეგნობა, ულამაზესი რომანტიული მუსიკა და ბრწყინვალე თანმხლები ორკესტრი ასეთ პლასტიურ დირიჟორთან ერთად – და აპლოდისმენტებიც მოპოვებული იყო.
![]() |
ზალცბურგის 'მოცარტეუმი'–ს დარბაზი |
წარმოდგენის მეორე ნაწილში შესრულდა მოცარტის 39-ე სიმფონია (K.543). აქ უკვე ორკესტრი შეივსო 30 კაცამდე. ცოცხლად და ამავდროულად ნარნარით წაიყვანა ორკესტრი მაკკრიშმა და მიუხედავად დამატებული 2 ტრომპეტისა ორკესტრს არ ეტყობოდა სიმძიმე და გადამეტებული ფორტისიმოები. მკაფიოდ დომინირებდნენ ვიოლინოები, როგორც სხვა სპექტაკლების დროს, ძველებური ჰობოი უცნაურ და სასიამოვნო ჟღერადობას გამოსცემდა. მესამე ცნობილ ნაწილში (menuetto) კი მენუეტი გადაიქცა ნამდვილ ზეიმად – მაკკრიში მზად იყო დარბაზთან ერთად ეცეკვა. სასულოები მკაფიოდ გამოყოფილი და უბადლო აკუსტიკის გამო იდეალურად ისმოდა. ბოლო დამაგვირგვინებელი ნაწილი ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით წაიყვანა, რომ ეჭვიც კი შემეპარა ორკესტრანტების გამძლეობაში. მაგრამ სრული ინგლისური პედანტიზმითა და პუნქტუალობით დაასრულეს მუსიკა, რომელიც დაგვირგვინდა დოლის მძლავრი დარტყმებით. ამ ნაზად და შთამბეჭდავად დადგმულმა მუსიკალურმა ფეერიამ მოაჯადოვა მაყურებელი – ურიცხვი აპლოდისმენტი მოიმკო ორკესტრმა. მაკკრიშს ხშირად მოუწია გამოსვლა სცენაზე, რასაც იგი ცეკვა-ცეკვით ახერხებდა. მაგრამ ბისზე ნაწარმოები არ შესრულდა. ორკესტრანტებმა მალე დატოვეს დარბაზი და უკვე გასვლისას, ავტობუსში გასამგზავრებლად მომზადებულებს მოვკარი თვალი. ამ შუადღის წარმოდგენისას დარბაზში ჩემს სიახლოეს მჯდომი ნაცნობი სახე დავინახე – ეს ის მამაკაცი იყო, რომელიც აგრეთვე, პრესის ბილეთით იაკობსის წარმოდგენაზე ჩემს გვერდით იჯდა. გამოველაპარაკე – იტალიელი მუსიკათმცოდნე ბატონი კარლო პიხტერი აღმოჩნდა. იგი ვერ მალავდა აღფრთოვანებას იაკობსის, ჰერევეგესა და მაკკრიშის სამივე ხპექტაკლის მიმართ: 20 წელია მუსიკალურ სპექტაკლებს ვესწრები და ასეთი დონე ჯერ არ შემხვედრიაო. გავუზიარეთ შთაბეჭდილებები ერთმანეთს მოცარტის შემსრულებლებზე და საერთოდ ოპერაზე, იგი ვერონაში მოღვაწეობდა და სასტიკად შეძრწუნებული იყო ვერონის არენაზე დადგმული საოპერო სპექტაკლების დაბალი დონით. მეც აღვნიშნე რომ ბაროკო მუსიკის შესრულებას ოქროს ხანა დაუდგა, მაშინ, როდესაც XIX საუკუნის იტალიური ოპერის შესრულების ხარისხი თანდათან ეცემა. მან ასევე მიამბო, თუ როგორ მოუთმენლად ელის პატრის შეროს და დანიელ ჰარდინგის ერთობლივი შემოქმედებით წარმოდგენილ მოცარტის ‘Cosi fan tutte’-ს ვენის საოპერო თეატრში. ამ სპექტაკლმა უკვე მოიპოვა დიდი წარმატება საფრანგეთის საოპერო სცენაზე, მასში მონაწილეობს საოპერო სცენის ამომავალი ვარსკვლავი ელენა გარანკა.
დასრულდა ბოლო წარმოდგენა, რომელსაც მე დავესწარი, მსმენელებს კი იმ საღამოს ფესტივალის დიდ დარბაზში კიდევ ელოდა აივორ ბოლტონის ინტერპრეტაციით ჰენდელის ‘მესია’.
ბოლოს აღვნიშნავდი, რომ ყველა შემსრულებელი წარმოადგენდა ბაროკო მუსიკის ინტერპრეტატორთა გრანდებს, რაც უშუალო წარმოდგენებმა სრულად დაამტკიცეს. აქ საუბარი მხოლოდ შემსრულებელთა ინდივიდუალურ მიდგომებზე შეიძლება. რაც ფესტივალის დროს მკაფიოდ გამოვლინდა – ეს იყო სიმებიანის გადამეტებული აქცენტების ხმარება და სასულეების (ჰორნები და ტრომპეტები) აქტიური გამოყენება. აკუსტიკურად ძველებური ინსტრუმენტებიანი ორკესტრები მოცარტეუმის დარბაზში ჟღერდა მეტად შთამბეჭდავად, ვიდრე უახლეს ტექნოლოგიურ ჩანაწერებში (ვგულისხმობ SACD-ს). მეორე, რაც აღნიშვნის ღირსია, არის ამ პატარა ქალაქში, ზალცბურგში ჩატარებული კონცერტების არნახულად მაღალი დონე. ფესტივალში ჩართული იყო მსოფლიოში აღიარებული მეტრები – რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ფესტივალის უმაღლეს დონეზე და მისი ორგანიზატორების დიდ უნარსა და შესაძლებლობებზე.
ფესტივალი დამთავრდა, მაგრამ მსმენელებში და კერძოდ, ჩემში დარჩა ამ დღეების განუმეორებელი შტაბეჭდილებები. მკვეთრად ვიგრძენი, თუ რამდენად მოკლებული ვართ ჩვენ ბაროკო მუსიკის და მაღალი რანგის შემსრულებელთა ცოცხალ მოსმენას უშუალოდ სცენიდან.
დავით გიგინეიშვილი
გამოქვეყნებულია ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკა" 2007 (2): 51-54.
No comments:
Post a Comment