Saturday, September 29, 2012

სად იწყება და სად მთავრდება ძალადობა


dRes, 2012 wlis 29 seqtembers, amaRlebisa da erTobis molodinis dRes, me moulodnelad isev morigi yofiTi Zaladobis msxverpli aRmovCndi, ramac Cemi azrebi odnav sxva mimarTulebiT waiyvana.
  ‘ocneba’ – vis rogori ocneba aqvs cvlilebebis gariJraJze: erTs imisa, rom Tavisi ganaTlebis Seusabamo profesiiuli statusis mopovos; meores imisa, mezoblebTan davaSi sasurveli materialuri qoneba an sargebli moipovis, mesames imisa, rom konkurentTan Widilis pirobebSi nanatri Tanamdeboba mopovos da ase Semdeg. am ‘standartuli moqalaqis’ survilebs aerTianebs erTi ucnauri ram – Tavisi socialuri statusis gaumjobesebis motiviT sazogadoebis did an patara nawilze Zaladobis warmarTva upiratesad orpirobis, mliqvnelobis, dabezRebisa, intrignobis da korufciis sxva xerxebis meSveobiT, rac arc cota da arc meti Zaladobis socialur ganStoebebs warmoadgens. Tuki msxverplTa raodenoba SedarebiT mcirea – maSin es ojaxuri, profesiuli an quCis Zaladobaa, Tuki didi – es saxelmwifoebrivi teroria. imis msgavsad rac Cven qveyanaSi sufevs. 
  magram yovel erTeul ‘Cveulebriv’ Zaladobas ra eSveleba – CvenSi xom miSa saakiSvelebi mravlad aris – samezobloSi, sanaTesaoSi, kolegebis wreSi da ucxo garemoSic. da ramdeni biZina ivaniSvili Wirdeba am saqmes? mxolod erTi saTaveSi xom ar gawvdeba amas? amitomac metad gulubryvilo, romantikulad da ‘don kixoturad’ momeCvena didi imedebis damyareba  mosalodneli politikuri klimatis SecvlasTan erTad. ase mimiyvana fiqrebma Rrma sevdasTan.   

Tuesday, September 18, 2012

ჩადრები ევროპის ცენტრში

სამხედრო ექიმის ოჯახში გაზრდილს მოგზაურობას ბავშვობიდანვე შეჩვეული ვარ, მაგრამ სულ სხვაა დამოუკიდებლად და მიზანდასახულად მგზავრობა სხვადასხვა ქვეყნებში. რამდენი მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი რამ შეგხვდება გზად: ზოგი სასიამოვნოდ საინტერესო და ზოგი კი პირიქითუცნაური, არასასიამოვნო. ევროპათავისი კულტურით, განათლებით, სამოქალაქო ცხოვრებით სახელგანთქმული სახელმწიფოებისაგან შემდგარი კონტინენტი ყოველთვის და ყველაფრით მისაბაძი და სათაყვანო როდია. ზედმიწევნით დახვეწილ თუ პირიქით, დასახვეწ ბიუროკრატიზმს ადამიანები ერთნაირად ვერ აღიქვამენ. ზოგი რობოტად აქცია ბიუროკრატიულმა სისტემამ. მომრავლდნენ სამუშაოს დაკარგვის შიშით დათრგუნვილებიც. უმეტეს წილად ადამიანები პიროვნული ხასიათისა და ნერვული სისტემის მიხედვით ემსახურებიან თავიანთი ქვეყნის კანონებს და სწორედ ხასიათებიდან გამომდინარე ხშირად თავადვე არღვევენ მას. აქ გასაკვირი არაფერია. ხდება ის, რაც ყველგან. პლანეტის ნებისმიერი ცივილიზებული თუ არაცივილიზებული ქვეყნის ადამიენებს შეიძლება დაემართოთ. ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, ხასიათი მართავს და მერე კანონი. 
ასე რომ, ბევრი რამ მინახავს, ბევრი რამ გადამხდენია და თითოეული მგზავრობის აღწერის სურვილი გამჩენია, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ მოვახერხე...

ახლა კი ბელგიის შთაბეჭდილებებზე მინდა გესაუბროთ. ამ ჩემთვის უცნობ ქვეყანაში ჩასვლა უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გერმანიაში, სადაც რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ამ ზაფხულშიც, სულ ახლახანს ვიყავი. ბელგიაში ჩასვლამდე ჯერ პარიზში ჩავფრინდი, სადაც მებაჟემ უყოყმანოდ დასვა სათანადო დოკუმენტზე ბეჭედი, მას შემდეგ რაც იკითხა საფრანგეთის საზღვრებს გარეთ თუ მივემგზავრებოდი. ამ პროცესის დროს საკმაოდ დავიძაბე, რადგანაც გამახსენდა გერმანიაში იქაური საზღვრის ოფიცერი, ბრაზიანი და ნერვიული, შეამოწმა რა ჩემი საბუთები, დამამრკოლებელი რომ ვერაფერი ნახა,  რატომღაც, გამომწვევად, სხვა გამოყენებულ ვიზებს გადაუსვა ხაზი. ასეთი შარიანი ადამიანი ერთი და ორი როდი შემხვედრია სხვაგანაც და საკუთარ სამშობლოშიც...

შუა აგვისტოს რიცხვები იყო, პარიზისთვის შეუფერებელმა მოღუშულმა, ცივმა ამინდმა გამაკვირვა, მაგრამ პარიზული ხიბლი მაინც ძველებურად მაჯადოვებდა და მის ქუჩებში სახეტიალოდ განმაწყობდა. დროის სიმცირის გამო მე პირდაპირ პარიზის ჩრდილოეთის რკინიგზის სადგურისკენ გავეშურე. ყველგან იგრძნობოდა მკაცრი, მაგრამ თავაზიანი კონტროლი. პირდაპირი სწრაფი მატარებლისთალისისმეშვეობით სულ რაღაც 90 წუთში უკვე ბრიუსელში ვიყავი. ქალაქის ჩრდილოეთის რკინიგზის სადგური თანამედროვე მრავალსართულიანი ფართო შენობა აღმოჩნდა. ცენტრალური ფოიედან წამოსულმა საოპერო მუსიკის ხმამ ბრიუსელებისადმი სიმპათიით განმაწყო. სადგურის დასავლეთით მეფე ალბერტ მეორის ქუჩის ცათამბჯენებმა ამერიკის ქალაქები გამახსენა. შემდგომმა დათვალიერებამ დამარწმუნა, რომ ქალაქის ეს თანამედროვე უბანი, სადაც ამჟამადაც მიმდინარეობდა მშენებლობა, ჰარმონიულად ერწყმოდა იქვე სამხრეთით, სულ რაღაც ნახევარ კილომეტრში მდებარე ქალაქის ისტორიულ ცენტრს. ამ ჰამრონიულობას ქმნიდა მოდერნისტული უბნის კარგად გააზრებული არქიტექტურული სტილი, დაგეგმარება და ამავე დროს მშენებლობის ხარისხი, რომელიც ჩემთვის ნაცნობი ქართული, ჩვენი რელიეფისთვის შეუფერებელი მშენებარე გიგანტებისაგან აშკარად განსხვავდებოდა.
სადგურის მიმდებარე დასავლეთ ნაწილში განთავსებული მსხვილი კორპორაციები და სამთავრობო დაწესებულებები სავსებით განსხვავდებოდა აღმოსავლეთი ნაწილისაგან. ამ ძველი უბნის მოკლე და ვიწრო ქუჩები მიემართებოდნენ შემაღლებულ გორაკზე მდებარე სამეფო ქუჩისაკენ, სადაც წმინდა მარიას დიდებული ტაძარი იყო აღმართული. ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე უბანს სიძველის და სიდარბაისლის ელფერს უფერმკრთალებს შენობის ვიტრინებში კლიენტის მოსაზიდად დამარჯვებული, თითქმის შიშველი მეძავები. იქვე განლაგებულია სექს-შოპები, სექს კინოთეატრები. ეს ყოველივე ალბათ იმათთვის, ვინც ცოცხალ ნატურას იწუნებს და უფრო გაუკუღმართებული ფანტაზიით გართობას აპირებს. ასეა ხშირად ჩრდილოეთ ევროპის სადგურებთან, ერთად არის თავმოყრილი კონტრასტები: შავი და თეთრი, ნათელი და ბნელი, რაც აქ სულაც არ არის გასაკვირი. ამ ქალაქში ტურისტების თავშესაყრელი ქალაქის სამხრეთით მდებარე სახელგანთქმული გრან პლასია, რომელიც ულამაზესი ძველი შენობებით შემოსაზღვრულ ოთხკუთხედ მოედანს წარმოადგენს, მათ შორის დგას XV საუკუნეში აშენებული რატუშა (Hotel de Ville).

ცენტრალური მოედანი და ქალაქის რატუშა

სამეფო სასახლე


ქალაქის სხვა მრავალი ღირშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა მონტან დე ლა კორის მაღლობ ქუჩაზე მუსიკალური ინსტრუმენტების შენობა. ქუჩის გაყოლებით სიმწვანეში ჩაფლული სამეფო სასახლეა, მასაც თან ახლავს დიდი პარკი. ამჟამინდელ მეფეს, ალბერტ II- აქ ოფიციალური მიღებები აქვს, მაგრამ ზაფხულობით მნახველთათვის იგი გახსნილია და შესვლა უფასოა. შენობის მეორე სართულზე ნახავთ გოიას ნახატებით ამოქარგულ ოთახს, მუსიკალურ ოთახს და სარკეებიან ოთახს. ეს მშვენიერი ოთახები მთელი დღის განმავლობაში მრავალნათურიანი, პომპეზური ჭაღებით არის გაბრჟღვიალებული. ამ ღირშესანიშნავ ქალაქში ჩემი ვიზიტის მიზეზი ნევროლოგთა საზოგადოებების ევროპული ფედერაციის მორიგი, მე-11 კონგრესი იყო. აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნული ღონისძიება სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, პრინცესა ასტრიდის პირადი პატრონაჟით ჩატარდა. ნევროლოგთა საპატივცემლოდ მასპინძელთა მხარემ ორშაბათს ქალაქის ყველაზე ცნობილ და საინტერესო ადგილზე, გრან პლასზე დელეგატებისათვის მოაწყო ჩვენება, რისთვისაც მოედანი საღამოს, 8 საათის შემდეგ სრულად იყო გადაკეტილი. წარმოდგენილი შოუ 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ძველებურ ტანსაცმელში გამოწყობილი მსახიობები ასახავდნენ ბელგიის შუასაუკუნოვანი ისტორიის ფრაგმენტებს იმ დროინდელი მუსიკალური გაფორმებით. ძალიან უცხო სანახაობა გაიმართა. ოჩოფეხებზე მოსიარულე ახალგაზრდების პარალელურად, ძველ ტრადიციულ, გლეხურ ტანსაცმელებში გამოწყობილი ქალბატონები არიგებდნენ ლუდს და ახალგამომცხვარ ტკბილეულს, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე ბედნიერ სტუმარს ერგო.


ბრიუსელში ყურადსაღები და საინტერესო ბევრი რამ ვნახე, მაგრამ, განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ამ შუაგულ ევროპაში არაევროპელთა სიმრავლე. ქუჩებში და ტრანსპორტში აშკარად არაბელგიური წარმოშობის ხალხი ტრიალებდა. აგვისტოს თვეში ქალაქის ერთ-ერთ უდიდეს ეკლესიაში, ეს იყო წმინდა გულის ბაზილიკა (კოკელბერგში) საზოგადოებაკოლექციები და მემკვიდრეობები”- ჯგუფმა გადაწყვიტა ლეონარდო და ვინჩის გენიის წარმოჩენა ოთხ სხვადასხვა პერსპექტივაში: ადამიანი, მხატვარი, ინჟინერი და ჰუმანისტი. გამოფენას თავად მეფე ალბერტ II- დაუჭირა მხარი და გაუწია ლობირება. ეს გამოფენა ტარდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის 50 წლის აღსანიშნავად. გამოფენა ლექციების, აუდიო-ვიზუალური თუ ექსპოზიციების სახით ბაზილიკის დასავლეთ ნაწილშია განთავსებული, სადაც კორიდორებს ერთი დარბაზიდან მეორეში მიჰყავს დამთვალიერებელი და თითოეული ოთახი ცალ-ცალკე გვიამბობს როგორც და ვინჩის ბიოგრაფიაზე, ასევე მის შემოქმედებით მიღწევებზე. არნახულად შთამბეჭდავი იყო და ვინჩის, როგორც არქიტექტორის მემკვიდრეობა. დიდ დარბაზში იყო განთავსებული მისი მრავალი გამოგონება: ველოსიპედის პროტოტიპი, სხვადასხვა ხიდების, მბრუნავი და მფრინავი საშუალებების ხის მაკეტები. ამ ტიტანურ მემკვიდრეობას აგვირგვინებდა ოსტატის ცხოვრების დროს გამოცემული როგორც საკუთარი, ასევე სხვა ავტორების მიერ გამოცემული და ლეონარდოს ბიბლიოთეკაში შენახული წიგნები.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპოზიციაზე არც ერთი ორიგინალური ნახატი არ იყო ჩამოტანილი, მხატვრის გენიალობა მისი სკოლის წარმომადგენელთა საუკეთესო რეპროდუქციებითაც კი იკითხებოდა, აუდიო გიდი დეტალურად გადმოგვცემდა გენიოსის ნიჭის ნიუანსებს საღებავების მოდერნიზაციაში, ტილოზე ნატურის გადატანის ხელოვნებაში, სურათის კომპოზიციაში. ყურადღება გამახვილდა პროფესორ კარლო პედრეტის მიერ სულ ახლახან აღმოჩენილ პრივატულ კოლექციაზე და ლეონარდოს ფუნჯს მიკუთვნებულ მარია მაგდალინას შიშველი სხეულის ზეთით შესრულების ტექნიკაზე. ექსპოზიციას არც მილანისსანტა მარია დე ლა გრაციასკედლის ნახატი აკლდა, რომელიც რა თქმა უნდა, მილანიდან კი არ იყო ჩამოტანილი, მაგრამ ბელგიელმა ოსტატებმა შეძლეს და წარმოადგინეს ნატურალურ ზომებში გადაღებული ფოტოგრაფიული ასლი. გასაოცრად დეტალური და მაღალპროფესიონალური იყო მისი ანატომიის ალბომები. და ვინჩი თურმე ცხოველების ანატომიაზეც მუშაობდა და მას ადამიანის ორგანიზმთან ადარებდა.




გამოფენა ზებუნებრივ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. იქ იყო რაღაც მეტი, ვიდრე ეს ადამიანის გონებას შეეძლო მიეღო. კედლებს გარეთ სულ სხვა ცხოვრება, სულ სხვა სილამაზე და მშვენიერება სუფევდა. ამ მშვენიერებაში მეუცხოვა ევროპული სილამაზის ფონზე ჩემთვის სრულიად მოულოდნელი სილამური მუსიკის ხმები და არაბული სახეები. როგორ ვიფიქრებდი, რომ ბაზილიკის მახლობლად (თითქმის ევროპის ცენტრში) კილომეტრზე გადაჭიმული პარკის ტერიტორიაზე ევროპიელი კი არა მხოლოდ ჩადრებში გამოწყობილი ქალბატონები და შავგრემანი, არაევროპულ ენაზე მოლაპარაკე პირები შემხვდებოდნენ, რომელთაც უზადო ევროპული არქიტექტურით აგებული ბაზილიკის ტაძარიც კი გაკვირვებით შეჰყურებდა.  


დავით გიგინეიშვილი
გამოქვეყნებულია გაზეთში '"24 საათი"  2007; 245: ა11