ციურიხში მივლინებისას
ვოცნებობდი “დამელაშქრა” ციურიხის საოპერო თეატრი, რომელშიც უკანასკნელი წლები არა
ერთი ვარსკვლავი გამოდიოდა. მაგრამ ვიზიტის თარიღებში რაიმე მნიშვნელოვანი მუსიკალური
დადგმა, რომელიც დამაინტერესებდა, არ ხორციელდებოდა,
თუმცა, გამიმართლა და გავიგე, რომ ციურიხის
საკონცერტო დარბაზში ‘Tonhalle Maag’ 26 მარტს საინტერესო ბაროკო მუსიკის კონცერტი
უნდა გამართულიყო (https://tonhalle-maag.ch/home-tm/). სახელგანთქმული
შვეიცარიელი ფლეიტისტი და დირიჟორი - მორის სტეგერი (Maurice Steger,
https://mauricesteger.com/) ციურიხის კამერულ ორკესტრთან ერთად ძალზე უჩვეულ საღამოს
გვთავაზობდა. თურმე, ჩვენთვის ასე ნაცნობი გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი, გარდა კომპოზიტორული
საქმიანობისა, ასევე ეწეოდა თეატრის ადმინისტრაციულ და მხვატვრულ საქმიანობის ორგანიზებას.
მის პასუხისმგებლობაზე იყო არა მოხლოდ თავად
მუსიკის შექმნა, არამედ სხვა საოპერო კომპოზიტორების მოწვევაც, მას უნდა
დაედგა მათი ნაწარმოებები და ოპერის აქტებს შორის, შესვენების დროს, ასევე ეზრუნა ვახშმობის
მუსიკალურ ფონზე. იმ საღამოს, ასეთი მუსიკალური გაფორმების ერთ-ერთ ვარიანტს, სახელწოდებით
‘მისტერ ჰენდელის ვახშამი’ გვთავაზობდა ვირტუოზი ფლეიტისტი, რაც ფრიად საინტერესო და დამაინტრიგებელიც იყო.
მუსიკალური დარბაზის (Tonhalle) ძირითადი შენობის რემონტის პირობებში ციურიხის კამერული
ორკესტრი საღამოს ატარებდა დროებით შენობაში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ უბანში, ამ უბნის
ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ‘პრაიმ ტაუერის’ სრულიად
ჩამინული შენობის გვერდით. დარბაზი განთავსებულია
ძველ მიტოვებულ ქარხანაში, რომელიც თურმე, ფაბრიკანტს - მაქს მააგს ეკუთვნოდა და XX
საუკუნის დასაწყისამდე ეს ქარხანა მუშაობდა, მაგრამ მან წარმოება გადაიტანა სხვა შენობაში.
ძირითადი ადმინისტრაციული შენობა კი სხვადასხვა მიზნებს ემსახურებოდა - მათ შორის,
მრავალი ათეული წლების განმავლობაში, მუსიკალური
ორკესტრის ‘ტონჰალე ციურიხის’ შტაბ-ბინად იქცა.
Tonhalle Maag დარბაზი 1200 მსმენელს იტევს და როგორც ეს ევროპულ მუსიკალურ დარბაზებს ახასიათებთ, სკამები წრიული წესრიგით არის განლაგებული, ასეა - შემსრულებლების უკანაც. სალაროები, ვიწრო საგარდერობო და ფართო ფოიე წინ უძღვის დარბაზს, ამ უკანასკნელის კედლები და ჭერი სპეციალური ხის პანელებით არის მოპირკეთებული, რაც უჩვეულო, თანამედროვე სახეს აძლევდა დარბაზს და იმავდროულად ღია ფერს და გარკვეულ ასკეტიზმსაც სძენდა. ჩემი ადგილი დარბაზის პარტერში მე-15 რიგის შუაში იყო, აქედან სმენადობა არ დაიწუნებოდა. ვერ ვიტყვი, ვერაფერს აკუსტიკის სანიმუშოობაზე, მომეჩვენა რომ ზედა რეგისტრი ოდნავ დახშული იყო. მორის სტეგერი საღამოზე გამოდიოდა როგორც შემსრულებელი და როგორც ორკესტრის ხელმძღვანელიც. ციურიხის კამერული ორკესტრი (Zürcher Kammerorchester – ZKO; https://zko.ch/) თანამედროვე ინსტრუმენტებზე შემსრულებელი მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ორკესტრი ტრადიციულად ბაროკო მუსიკასაც ასრულებს, ამიტომაც იგი კომპეტენტურ და დაბალანსებულ ორკესტრად წარმოგვიდგა. სტეგერმა, კონცერტის განმავლობაში, ექვსი სხვადასხვა, ძველებური ხის ფლეიტა გამოიყენა. პირველ ნაწილში შესრულდა ჩემთვის უმეტესად უცნობი ნაწარმოებები - ეს იყო ჰენდელის და პიორსელის მუსიკა კამერული ორკესტრისათვის და ჰენდელის, გოდფრი ფინგერის და უილიამ ბაბელის კონცერტები ფლეიტისათვის. სტეგერმა მისთვის დამახასიათებელი ძალზე სწრაფი ტემპები აირჩია. შესრულება იყო ემოციური, აქცენტებითა და ვირტუოზული ვარიაციებით დახუნძლული. მისი შესრულების ტექნიკა იყო უნაკლო, ტონს არ უდებდა სიმებიანებს და იუმორი შეჰქონდა მუსიკაში, რამაც ხალისიანი ატმოსფერო შექმნა დარბაზში და მუსიკის მიმართ მსმენელი დადებითად განაწყო. პიორსელის დასკვნითი ორკესტრული ნაწილი მისი თეატრალური ნაწარმოებისათვის ‘Timon of Athens’ (Z.632) შესრულდა კონტრაბასის დომინირებით, რამაც უცნაური ჯაზური ელფერი შესძინა ნაწარმოებს. სტეგერის ინტერპრეტაციამ ბაროკო მუსიკა თანამედროვე მსმენელს დაუახლოვა და მისთვის გასაგები გახადა. შეიძლება ამით დაირღვა ნაწარმოებების ავთენტური შესრულების მანერა, მაგრამ სტეგერმა ასეთი შესრულებით ბაროკო მუსიკისადმი მსმენელის დიდი ნაწილი დადებითად განაწყო.
ამას ისიც ადასტურებს, რომ კონცერტის ძირითადი ნაწილი სტეგერს უკვე სტუდიაში ჰქონია ჩაწერილი და ეს უახლესი კომპაქტ დისკი (Mr Handel's Dinner: Music for the Opera Intermissions - Maurice Steger, La Cetra Barockorchester; Harmonia Mundi 9027452; https://www.jpc.de/jpcng/classic/detail/-/art/mr-handel-s-dinner/hnum/9027452) წარმატებით გაიყიდა შესვენების დროს ფოიეს დარბაზში, ამისათვის საგულდაგულოდ მოწყობილ დისკების კუთხეში.

მეორე ნაწილში შესრულდა ჩარლზ ავისონის ცნობილი კონცერტი
No.5 რე-მინორში, ჰენდელის უცნობი სუიტა და ჯემინიანის კონცერტი ფლეიტისათვის სოლ-მაჟორში
(კორელის No.11 Op.5 სონატის მოტივებზე). მეორე ნაწილი უფრო აკადემიური გამოვიდა -
მასში ჩემთვის ნაცნობი ნაწარმოებებიც იყო. სტეგერმა პატარა საუბარიც გამართა გერმანულ
ენაზე, სადაც აუდიტორიას აუხსნა რა ნიშნით შეარჩია მან ეს ნაწარმოებები და რა კავშირი
ჰქონდა ჰენდელთან.
ეტყობოდა, რომ სტეგერი მთლიანად იყო ჩართული კონცერტში და მის საშემსრულებლო ხელოვნებაში - აუდიტორიასთან მუდმივი კონტაქტი დამყარდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაჟორული, სახუმარო და გულს რომ ეამება - ისეთი მუსიკა შემოგვთავაზა სტეგერმა. კონცერტის დასრულების შემდეგ ბევრს გაუჩნდა სურვილი საღამო ღვინის ან შამპანურის დაგემოვნებით დაესრულებინა, რასაც იქვე ფოიეში გვთავაზობდნენ.
დავით გიგინეიშვილი

TonHalle Maag, Zurich
26.03.2019
Georg Friedrich Händel Suite de danse, HWV 1 & 287
Georg Friedrich Händel Concerto F-Dur für Blockflöte, Streicher und B.c. HWV 369 & 293
Henry Purcell Ground, aus: «Timon of Athens», Z. 632
Henry Purcell Chacony in g-Moll, Z. 730
Godfrey Finger A Ground für Blockflöte und B.c.
William Babell Concerto Nr. 1 D-Dur für Blockflöte, Violinen und B.c.
Charles Avison Concerto Nr. 5 für zwei Violinen, Streicher und B.c. d-Moll
Georg Friedrich Händel Suite de danse, HWV 1, 287 & 399
Francesco Saverio Geminiani Concerto G-Dur für Blockflöte nach der Sonate op. 5 Nr. 11 von Arcangelo Corelli
Maurice Steger (Blockflöte und Leitung)
Zürcher Kammerorchester
No comments:
Post a Comment