2018 წლის თბილისის ბაროკო ფესტივალი (tbf.ge), ტრადიციულად,
შემოდგომაზე, ნოემბრის თვეში დაიწყო. წელს მუსიკალური სპექტაკლების რაოდენობა, წინა
ფესტივალებთან შედარებით, ნაკლები იყო, მაგრამ ორგანიზატორებმა სიურპრიზი მოგვიწყვეს
- ეს იყო ფესტივალის ძირითადი კოლექტივის და მასპინძლის - ‘საქართველოს სინფონიეტას’
10 წლისადმი მიძღვნილი დოკუმენტალური ფილმი და მოცარტის ‘რექვიემის’ ავთენტური შესრულება. ამ უკანასკნელზე კი მოგვიანებით მოგახსენებთ.
უცხოეთში სამეცნიერო
მივლინების გამო პირველი სპექტაკლი გავაცდინე და შესაბამისად ვერაფერს მოგახსენებთ.
მეორე სპექტაკლი ქართული ძალებით გაიმართა, რადგან დანაპირების მიუხედავად, ავადმყოფობის
გამო გერმანელი დირიჟორი - ქალბატონი კორნელია ფონ კერსენბროკი წელს ვერ ჩამოვიდა თბილისში.
მაგრამ პროგრამა ნაკლებად საინეტერესო არ გამხდარა. ქართველმა შემსრულებლებმა ჯერ ჰენდელის
ულამაზესი სოლ-მინორული საორღანო კონცერტი #1 ოპ. 4, HWV289 შეასრულეს, სადაც ახლად
შეძენილი ორღანი პოზიტივი აჟღერდა და მერე ჰაიდნის სახელგანთქმული დო-მაჟორული კონცერტი
კლავიშიანი ინსტუმენტისათვის HobXVIII:11. ჰაიდნის კონცერტი თავისებურად შესრულდა
- პირველი და მესამე (უნგრული რონდო) ნაწილები კლავესინზე და შუა ნაწილი - ორღანზე. ორღანი ჟღერდა დიდებულად - მთელი პალიტრით
გაანათა ჰენდელის კონცერტში და დაჩაგრა კლავესინი, რომელიც ისედაც, სამწუხაროდ, ცუდი
ჟღერადობით გამოირჩეოდა. ამ საქმეს არც შემსრულებლის ჩანაცვლებამ უშველა - ჰენდელი
შეასრულა ანა ქურდოვანიძემ და ჰაიდნის კონცერტი კი - ალექსანდრე ვასაძემ.
კონცერტის მეორე ნაწილი ი.ს.ბახის საეკლესიო მუსიკას მიეძღვნა - შესრულდა ლაიფციგის პერიოდის კანტატა BWV 42 ‘Am Abend aber desselbiden Sabbats’ და ნაწყვეტები კანტატიდან BWV 12. კანტატა BWV 42-ის შესავალში ულამაზესი სიმფონიაა, სადაც ჰობოის წამყვანი როლი ენიჭება. ასევე ჰობოი ჟღერს მეცო-სოპრანოს არიაშიც (Wo zwei und drei versammlet). გიორგი ქობულაშვილმა ჩინებულად დაძლია ჰობოი ობლიგატოს პარტია. ძალზე მომეწონა ჩვენი მეცო-სოპრანო, ნონა კიკალიშვილი, რომელსაც ხავერდოვანი, მკვრივი და ძლიერი ალტი ჰქონდა, მან ძველი გერმანელი მეცო-სოპრანოები მომაგონა, რომლებიც კარლ რიხტერის ხელმძღვანელობით ბახის მუსიკას ასრულებდნენ 50-60 წლებში. ბანის არია შეასრულა საოპერო მომღერალმა - გივი გიგინეიშვილმა. ჩვენი ბანის ჩართვა კამერული კანტატის შესრულებაში ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ბახის კანტატის ამ პარტიას უფრო ბას-ბარიტონალური ტემბრი სჭირდება. დარბაზში მოსმენისას დარწმუნებული და ამაყი ვიყავი რადგან მიმაჩნდა რომ კანტატა BWV42 შესრულდა სრულად. უკვე, შინ მისულმა, ლიტერატურას და ჩანაწერებს რომ გადავხედე, აღმოვაჩინე რომ კანტატა დიდი კუპიურებით შესრულდა, რამაც შესრულებიდან მიღებული აღფრთოვანება შემინელა (გამოდის, რომ ბახის კანტატა სრულ ვერსიაში მაინც ვერადა ვერ შევასრულეთ!). ვფიქრობ, პროგრამაში ეს ფაქტი მკაფიოდ მინიშნებული უნდა ყოფილიყო.

19 ნოემბერს, ჩვენ
ორკესტრს ხელმძღვანელობდა გერმანელი დირიჟორი კრისტოფ მაიერი. ჩვენი მსმენელისათვის
ძალზე უცნობი ბაროკო მუსიკა იყო წარმოდგენილი: ინგლისში მოღვაწე ჩარლზ ეივისონი, უილიამ
ბოისი და ფრანჩესკო ბარსანტი, რომელთა მუსიკაში უდავოა იტალიური გავლენა და თავად იტალიელები:
ვენეციელები ტომაზო ალბინონი და ანტონიო ვივალდი; ნეაპოლელი ფრანჩესკო დურანტე და მილანელი
ჯოვანი ბატისტა სამარტინი. გერმანელ დირიჟორს ერთი თავისებურება ახასიათებს - ყოველი
ახალი ნომრის წინ იგი აუდიტორიას გარკვეული მოკლე ინფორმაციას აწვდის ამ ნაწარმოების
მუსიკალური ღირებულებების ირგვლივ. არც ახლა უღალატა მან თავის ტრადიციას. კონცერტისათვის შერჩეული ნაწარმოებების ნაწილი,
კერძოდ იტალიელი კომპოზიტორების სიმფონიები სიმებიანებისათვის მათ შემოქმედების მწვერვალს
არ წარმოადგენდა. მაგრამ კონცერტი საინტერესო გამოვიდა, ბისზე დირიჟორმა შეასრულა ჰენდელის
ოპუს 6-ის მეშვიდე სი-ბემოლ მაჟორული კონჩერტო
გროსოს ნაწილი (Hornpipe), რომელსაც ისეთი აქცენტები მისცა, რომ ჰენდელის მოყვარული
არც ისე იოლად გამოიცნობდა მელოდიას.
ფესტივალის მეორე
ნაწილი უფრო დიდ ინტერესს წარმოადგენდა, რადგან თბილისს ეწვია ცნობილი იტალიური, ძველებური
მუსიკის ორკესტრი ‘Zefiro’ (www.ensemblezefiro.it), დაარსებული 1989 წელს იტალიელი
ჰობოისტის ალფრედო ბერნარდინის (Alfredo Bernardini) მიერ. ორკესტრი ასრულებს ბაროკო
მუსიკის დიდ სპექტრს, მაგრამ მეტი ყურადღება ექცევა ჩასაბერ ინსტრუმენტებს და ნაწარმოებებს,
დაწერილს მხოლოდ ან უმეტესად ამ ინსტუმენტებისათვის (პარტიტები, ოქტეტები და სონატები,
მუსიკა წყალზე, მუსიკა ფეიერვერკისათვის). თბილისში ამ ორკესტრის ზუსტად ჩასაბერი ინსტრუმენტების
შემსრულებლები ჩამოვიდნენ ალფრედო ბერნარდინის ხელმძღვანელობით. 22 ნოემბერს ანსამბლმა სამი ოქტეტი შეასრულა. აღსანიშნავია,
რომ სამივე ნაწარმოები ვენაში დაწერილია: ფრანც კრომერმა შექმნა იგი 1806 წელს, მოცარტმა
1782-1783 და ბეთჰოვენმა - 1792. XVIII საუკუნის ბოლოს მუსიკამ მხოლოდ ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის
(Harmoniemusik) დიდ პოპულარობას მიაღწია როგორც იმპერატორის კარზე ასევე არისტოკრატიულ
წრეებში. აქამდე მხოლოდ სამხედრო პარადებში მონაწილე ინსტრუმენტებმა უკვე სალონებში
და სასახლეებში გადაინაცვლა და ცნობილმა კომპოზიტორებმა გვერდი არ აუარეს დროის ამ
მოთხოვნას. ფრანც კრომერმა (Franz Krommer, 1759-1831), წარმოშობით მორავიელმა (ჩეხეთის
რესპუბლიკა) კარიერის ბოლოს ავსტრიის იმპერატორის კარზე დიდი აღიარება მოიპოვა და იმპერატორის
კარის კომპოზიტორის რანგს მიაღწია. იმ დროისათვის იგი ბეთჰოვენის კონკურენტად მიიჩნეოდა.
მაგრამ, დრომ მისი სახელი დაჩრდილა, მაშინ როდესაც ბეთჰოვენმა უკვდავება მოიპოვა. ოთხნაწილიან
პარტიტა ოპუსი 57 მი მაჟორში (Octet-Partita ‘Harmonie’) გამოვყოფდი ლამაზ მეოთხე ნაწილებს,
სადაც მუსიკას ვენური მხიარულება, სილაღე და სიმსუბუქე ეტყობოდა.
მოცარტის სერენადა დო მინორში (Serenade KV388) საკმაოდ ვირტუოზული ნაწარმოები, რომელიც მან 26 წლის ასაკში შექმნა, მაშინ, როდესაც საბოლოოდ მოცილდა ზალცბურგს და დიდი იმედებით გაეშურა ვენაში. მაგრამ ეს მისი ყველაზე განთქმული და დიდებული ოქტეტი არ არის. ბეთჰოვენის ოქტეტი (Parthia op.103), დაწერილი კომპოზიტორის ბონიდან ვენაში ჰაიდნთან სასწავლებლად გამგზავრების შემდეგ, მისი ახალგაზრდული ნაწარმოებია. მაგრამ, ამის მიუხედავად, მსმენელებთან ერთად, მან მეც მომხიბლა თავისი სილამაზით, სილაღით და სიცოცხლით. ბეთჰოვენის ოქტეტში მეტი ჰაერი, სივრცე და ინსტრუმენტების თავისუფლება იყო. საღამო დასრულდა მოცარტის ოპერიდან ‘ფიგაროს ქორწინება’ (Le Nozze di Figaro) არიებისა და უვერტიურის შესრულებით, გადაკეთებული ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის. აქ იტალიელებმა მისცეს თავს უფლება და თამაშის ელემენტები შემოიტანეს შესრულებაში. ბერნარდინი კონტესას არიის (Porgi amor qualche ristoro) დროს ჩამოვიდა დარბაზში და პირველ რიგში მჯდომ დარბაისელ ქალბატონს მოეალერსა. ბისზე შესრულდა არანჟირება მოცარტის ოპერა ‘დონ ჯოვანიდან’ (დონ ჯოვანისა და ცერლინას ცნობილი დუეტი), სადაც შემსრულებლები არა მხოლოდ უკრავდნენ, არამედ თამაშობდნენ ამ დუეტს. მუსიკოსების ამ სილაღემ დარბაზი გაართო და განაწყო შესრულებული მუსიკის მიმართ, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.

აქ არ შემიძლია
არ ვახსენო რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის აკუსტიკა. იგი არ არის სრულყოფილი - ახდენს მკაფიო (უარყოფით) გავლენას როგორც ბგერის
სიხშირეებზე (მაღლებზე), ასევე ინსტრუმენტთა ბალანსზე. მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ
მივედი დასკვნამდე, რომ საუკეთესო ჟღერადება არის დარბაზის შუა რიგების შუა ადგილზე.
მაგრამ ამის მიუხედავად ოქტეტში ვალტორნები (ჰორნი) ჩავარდნილი ჟღერდა და ტონი ცურავდა,
რაც აიძულებდა მუსიკოსებს ხშირად ეცვალათ ძველებური ვალტორნების ნაწილები. მოგვიანებით
ჩემი შთაბეჭდილება გადავამოწმე ჩანაწერით (Zefiro – Beethoven Harmoniemusik,
DeutscheHM/Sony), სადაც ბალანსი იდეალურია და ვალტორნების ტონალობა არ ცურავს. აღსანიშნავია,
რომ ოქტეტში წყვილ-წყვლიად იყო წარმოდგენილი ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი და ვალტორნა-ჰორნი.
ფესტივალმა კულმინაციას 25 ნოემბერს მიაღწია. ქართული ორკესტრი
(რომელშიც შარშანდელიდან ცვლილება მოხდა სოლისტების ბუნებრივი დინების გამო), ‘საქართველოს
სიმფონიეტა’, როგორც აქამდე არასოდეს ახლა ჟღერდა - შეკრული, მოქნილი, სწრაფი და თავდაჯერებული.
პირველ ნაწილში შესრულდა ჰაიდნის ორი სიმფონია, რომელშიც ექვსი ჩასაბერი ინსტრუმენტი
დაემატა ანსამბლ Zefiro-საგან: ორი ჰობოი,
ფაგოტი და ორი ვალტორნა. განსაკუთრებულად გამოვყოფდი ფა-მინორულ სიმფონიას #49, რომელიც
ჰაიდნის ცნობილ ‘შტორმისა და შეტევის‘ სიმფონიათა ციკლს მიეკუთვნება. სიმფონიის ზოგადი
მოწყენილი ტონი ირღვევა მესამე ნაწილში, სადაც მოკლე ტრიო დაწერილია ფა-მაჟორში. რადგან
სიმფონიას ჰქვია ‘ვნება/La passione’, ვარაუდობენ რომ იგი არა საერო, არამედ საეკლესიო
შესრულებისათვის იყო განკუთვნილი და კერძოდ, დიდი პარასკევისათვის, რითაც არის განპირობებული
მუსიკის მკაცრი, მძიმე და ტრაგიკული ფონი.
მოცარტის რექვიემის
(Requiem რე მინორი, K626) ავთენტური შესრულება წარმოადგენს ყველა ჭეშმარიტი მუსიკის
მოყვარულის ნატვრას. ამ შესრულებისათვის სპეციალური მზადება უკვე შარშან ზაფხულში დაიწყო,
რადგან პარტიტურის თანახმად სიმებიანების გარდა, შესრულებას უნდა ახლდეს 2 ბასეტ ჰორნი,
2 ფაგოტი, 2 საყვირი (ტრომპეტი), 3 ტრომბონი,
დაფდაფი და ორღანი პოზიტივი. ახლახანს შეძენილმა ორღან პოზიტივმა დროულად მოუსწრო შესრულებას,
დანარჩენი ინსტრუმენტები კი ანსამბლ ‘Zefiro’-ს სპეციალურად მოწვეული შემსრულებლებით
შეივსო, მკითხველისათვის ნათელია რამდენი ჯაფა გაწიეს ორგანიზატორებმა ამ ერთადერთი
შესრულების განხორციელებისათვის. დარბაზის სრულად იყო შევსებული, მეტიც, გვერდითა გასასვლელებში
მსმენელები ფეხზეც კი იდგნენ. დაპატიჟებული მუსიკის მოყვარულთა თუ სპეციალისტებისათვის
ორი დამატებითი რიგის მოწყობაც დასჭირდათ. ჩვენ ორკესტრთან ერთად შესრულებაში მონაწილეობდა
თბილისის გუნდი ‘ბაროკო’ (ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი) და ჩვენი ოთხი ვოკალისტი:
მარია კუბლაშვილი (სოპრანო), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), გიორგი დავითაძე (ტენორი)
და გივი გიგინეიშვილი (ბანი). ორკესტრი გიორგი კერელიშვილის (პირველი ვიოლინო) ხელმძღვანელობით
ისევე შთამბეჭდავი, შეკრული და ვერცხლისწყალივით მოქნილი იყო, რაშიც ლომის წილი, ცხადია
პირველ რიგში გიორგის და შემდგომ ყველა სხვა შემსრულებელს ეკუთვნოდა. გუნდი ძალიან
მოსაწონი იყო, რადგან ნაწარმოების მასშტაბურობა, მისი სიღრმეები და უნიკალური მუსიკალობა
არ დაიჩრდილა. იმ საღამოს მისულ მსმენელს რეკვიემის უკვდავების უეჭველი განცდა დარჩებოდა.
სოლისტების კვარტეტი ასევე კარგი იყო - გამოვყოფდი სოპრანოს, რომლის ლამაზი კამერული
ხმა კარგად მიესადაგა რექვიემს და მტკიცე ჟღერად ბანს.
რაც შეეხება გუნდს
- იგი ორ ნაწილად გაიყო - ვაჟები მარჯვნივ განლაგდნენ და ქალები მარცხნივ. მაგრამ რაოდენობრივად
ქალები ჭარბობდნენ და ეს სიმღერაში ზოგჯერ
ბალანსს არღვევდა. პასაჟებში კი, სადაც გუნდის სოპრანოები იყოფოდა რამდენიმე ნაწილად,
ერთი-ორჯერ შესრულება არ იყო მკაფიო და ზუსტი. ზოგადად გუნდის ხმა ძლიერდებოდა დარბაზის
აკუსტიკის გამო და შესრულება კამერულობას კარგავდა. თუმცა ეს მცირე ხარვეზებია და პრემიერა
შედგა და კიდევ დიდხანს იქნება მუსიკის მოყვარულთა სჯა-ბაასის საგანი.
2 დეკემბერს უკვე
სამეფო უბნის თეატრში შედგა ფესტივალის დახურვა - ‘საქართველოს სიმფონიეტა,’ გიორგი ალექსიძის სახელობის ‘თბილისის თანამედროვე
ბალეტის’ (ხელმძღვანელი - მარიამ ალექსიძე) და კონტრეტენორი მიხეილ აბრამიშვილის-
‘ფოლიას’ სხვადასხვა ვარიანტები, ანტონიო ვივალდის საეკლესიო მუსიკა აჟღერდა ამ საღამოს
თეატრში. მუსიკისა და თანამედროვე პლასტიკის სინთეზი ნამდვილად იყო ნოვატორული და საინტერესო,
თუმცა ამ ეტაპზე- მეტად ექსპერიმენტული. ჩვენმა ოკრესტრმა დამატებითი ფერი შეიძინა
- სიმებიანებმა მეტი სიფაქიზე და ზედა სიხშირეები, კლავესინი და თეორბა გამოიკვეთა
და ხორცი შეისხა, კონტრატენორი მკაფიო და დაბალანსებული იყო - რასაც დარბაზის უკეთესმა
აკუსტიკამაც შეუწყო ხელი.
თბილისის ბაროკოს
ფესტივალი დასრულდა, მას ასევე არ აკლდა ლექციები და სპექტაკლების წინ უკვე ტრადიციად
ჩამოყალიბებული წინასიტყვაობები. დარწმუნებული ვარ მსმენელმა სიამოვნება მიიღო და ამდენი
პრემიერით განებივრებული მოუთმენლად ელის უკვე ახალ მომავალ ფესტივალს.
დავით გიგინეიშვილი
გამოქვეყნებულია გაზეთში 'საქართველოს რესპუბლიკა' 12 დეკემბერი 2018 #251 (8652):7.
გამოქვეყნებულია გაზეთში 'საქართველოს რესპუბლიკა' 12 დეკემბერი 2018 #251 (8652):7.
No comments:
Post a Comment