ლონდონის სამეფო თეატრს –
‘კოვენტ გარდენს/Theatre Royal Covent Garden’ უცნაური ისტორია აქვს. ის, რასაც ამჟამად ბოუ სტრიტზე ვხედავთ – კოლონებიან
მაღალ ფასადს ანტიკურ სტილში, რომლის მარცხენა მხარეს შუშაბანდიანი მოხრილი სახურავიანი შენობა
ადგას, არის მესამე
თეატრი, რომელიც ძველი თეატრის ადგილზე
აშენდა. წინა ორის ცხოვრების ხანგრძლივობა
ხანძარმა შეაფერხა. თავდაპირველი თეატრი, რომელიც მე-XVIII საუკუნეში აიგო – დრამის თეატრი იყო და
მნიშვნელოვანი მუსიკალური ნაწარმოებები – ჰენდელის ცნობილი ოპერები მასში უკვე
1735 წლიდან იდგმებოდა. საშინელი ხანძრის შემდეგ, რომელმაც ადამინების სიცოცხლეც
იმსხვერპლა, აშენდა მეორე შენობა და 1808 წელს გაიხსნა უელსის პრინცის
მხარდაჭერით. გახსნაზე შექსპირის დრამა უჩვენეს. 1847 წელს, მნიშვნელოვანი
გადაკეთების შემდეგ, მას საბოლოოდ სამეფო კარის იტალიური ოპერის სახელი მიენიჭა და
სრულფასოვან საოპერო თეატრად იქცა. მაგრამ სულ მალე, 1856 წელს ხანძარმა ისიც
გაანადგურა. აღდგენილი თეატრი ამჟამინდელი სახით, 1858 წელს გაიხსნა მეიერბერის
ოპერით და 1892 წლიდან ის სამეფო საოპერო თეატრის (Royal Opera House) სახელით
მოიხსენიება. მე–XX საუკუნის კატაკლიზმების გამო თეატრი აქტიურად ვერ მუშაობდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მასში ასევე საბალეტო დასიც (Royal Ballet) დამკვიდრდა.
1996–97 წლებში თეატრი ფუნდამენტალურად განახლდა. ნალისებრი ფორმის ძირითადი
აუდიტორია (ბოუ ქუჩის პარალელური სცენით მარჯვნივ) ხელუხლებელი დარჩა, მაგრამ
შენობას მოემატა სხვა აუდიტორიები – ბალეტისთვის, გუნდისთვის და კოსტიუმებისთვის
(შენობის უკანა მხარის მომატებით ჯეიმსის ქუჩის მიმართულებით). ასევე გაიხსნა
მცირე დარბაზი – ლინბარის სტუდიური თეატრი. ოპერამ ასევე მიიერთა მარცხენა მხრიდან
ძველი სავაჭრო ცენტრი, რომელიც გადაკეთდა ულამაზეს ვიტრაჟებიან, ნახევაროვალურ
შენობად, ამჟამად ცნობილი პოლ ჰემლინის ჰოლი (Paul Hamlyn Hall). იქ განლაგებულია რესტორანი, ბარი, მოსასვენებელი
ადგილები და ყველაფერი ეს ესკალატორებისა და კიბეების მეშვეობით უერთდება
ცენტრალურ დარბაზს.
სექტემბრის თვეში
იგეგმებოდა ერთი საინტერესო პრემიერა ლონდონის თეატრში – ბელინის ‘ნორმა’. მასზე
და ერთ სხვა ტრადიციულ წარმოდგენაზე დასწრების სურვილით თადარიგიანათ მივმართეთ
თეატრის პრეს–ოფისს. მაგრამ, მიუხედავად დანაპირებისა, საბოლოოდ მხოლოდ 15
სექტემბრის ‘სევილიელ დალაქზე’ მოვიპოვე აკრედიტაცია. ზემოხსენებულ ‘ნორმა’–ზე კი
თეატრის ბილეთების ელექტრონული გაყიდვების სისტემასთან ყოველდღიური ურთიერთობის
შემდეგ მოვახერხე შემეძინა ერთი ბილეთი. ბილეთის ფასი ნამდვილ ასტრონომიულ ციფრებს
აღწევდა და თქვენ წარმოიდგინეთ მალევე იყიდებოდა – ყველაზე დაბალი ფასი სულ ზედა
იარუსზე 45 ფუნტს, ანუ 160 ლარს აღწევდა.
![]() |
როზინა (დ.მაკი) და ალმავივა (ხ.კამარენა) |
![]() |
ბარტოლო (ხ.ფარდილა), ბაზილიო (ფ.ფურლანეტო), ფიგარო (ვ.პრინატე), როზინა (დ.მაკი) და ალმავივა (ხ.კამარენა) |
ევროპისა და ამერიკის
წამყვან საოპერო თეატრებში ნამყოფი მსმენელისთვის
ანუ ჩემთვის ‘კოვენტ გარდენის’ დალაშქვრა სპორტულ ინტერესსაც წარმოადგენდა.
ძირითადი დარბაზი უცნაური აგებულებისა და კონსტრუქციის იყო. ქვედა წრიული ლოჟების
მწკრივზე სამი ტრადიციული იარუსი იდგა, თუმცა არ იყო ცენტრალური ‘სამეფო’
ლოჟა. ამფითეატრად წოდებული ბოლო იარუსი
იტევდა უჩვეულოდ ბევრ მსმენელს. რიგები იმდენად ღრმად იყო შესული შენობის მარცხენა
მხარეს, რომ ჭერის კამარა უკანა რიგებზე მჯდომის მხედველობის ველს მკვეთრად
ავიწროებდა.
იქ მოხვედრილ მსმენელს შთაბეჭდილება ექმნებოდა, რომ კინოდარბაზში იმყოფებოდა და არა საოპერო თეატრში. დარბაზში მოხვედრა ტრადიციული ვიწრო კიბეებით იყო შესაძლებელი, მაგრამ ასევე რამოდენიმე ლიფტსაც მოვკარი თვალი, რომლითაც ასაკოვანი და უნარშეზღუდულები სარგებლობდნენ. ამის გარდა, ანტრაქტში აღმოვაჩინე უზარმაზარი გადასასვლელები და რესტორანი, სადაც ქვედა სართულიდან მოქმედი ესკალატორი ადიოდ–ჩადიოდა. უმშვენიერესი, გრძელი ვერანდიდან, სადაც სავარძლები და მაგიდები იყო განთავსებული, ქროდა ნიავი და ჩანდა ლონდონის ხედი, კერძოდ ‘კოვენტ გარდენის’ ბაზრობის ნაწილი. ასეთი რამ არც ერთ თეატრში არ მინახავს. ხალხის მასა მიჯაჭვული იყო რესტორანსა და ბარებს – არა მხოლოდ ვახშმობდნენ, არამედ საქმიან საუბრებსაც ატარებდნენ და სადილობდნენ! გასაოცარი სამყარო დამხვდა – ეს იყო მეტი ვიდრე მუსიკალური თეატრი. ეს ნამდვილად საქმიანი შენობა გახლდათ, სადაც მოსულები საქმის მოგვარებასა და ხელოვნებით ტკბობასთან ერთად დიდძალ თანხებსაც ტოვებდნენ. ესეც თანამედროვე ბიზნესის ფორმა! ოპერის პრეს–ოფისმა იმ ერთადერთ სპექტაკლზე ნამდვილად შესაშური ადგილი გამომიყო – წრიული ლოჟის პირველი რიგის მარჯვენა მხარეს. იქედან ყველაფერი ჩანდა, ლიბრეტოს ტექსტი ინგლისურად იწერებოდა ფარდის ზევით და აკუსტიკა საკმაოდ კარგი იყო, თუმცა არა განსაკუთრებული.

დავით გიგინეიშვილი
გამოქვეყნებულია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა–ში 2017; 1(66):64–66.
London, Royal Opera House 15 September 2016
Director Moshe Leiser & Patrice Caurier
Conductor Henrik Nánási
Casting
Il Conte d'Almaviva Javier Camarena
Figaro Vito Priante
Rosina Daniela Mack
Il Dottor Bartolo José Fardilha
Basilio Ferruccio Furlanetto
Berta Madeleine Pierard
Fiorello Gyula Nagy
Chorus and Orchestra of the Royal Opera House
No comments:
Post a Comment