გეორგ ფილიპ ტელემანი (1681-1767), ბაროკო მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი თავის ეპოქაში იყო
ყველაზე პოპულარული გერმანელი კომპოზიტორი. იგი პირადად იცნობდა და მეგობრობდა
როგორც იოჰან სებასტიან ბახს ასევე გეორგ ფრიდრიხ ჰენდელს. ცხოვრების უდიდესი
ნაწილი (1721 წლიდან) გაატარა ქალაქ ჰამბურგში, სადაც პრაქტიკულად სათავეში ჩაუდგა
ამ ცოცხალი ქალაქის მუსიკალურ ცხოვრებას (წმინდა იოანეს ეკლესიის კანტორი, ქალაქის
ორკესტრის და გუნდის მუსიკალური დირექტორი, ოპერის ხელმძღვანელი). მის კალამს
ეკუთვნის რეკორდული რაოდენომა როგორც კამერული, ასევე ვოკალური (სასულიერო
კანტატები, ორატორიები, ოპერები) ნაწარმოებების.
თანამედროვე ეპოქაში ერთ–ერთი ყველაზე
პოპულარულია მისი საორკესტრო სუიტები, რომლისგან სამი წარმოდგენილია ამ დისკზე.
სერვანტესის ‘დონ კიხოტი’ დაედო საფუძვლად
მის პროგრამულ სახელგანთქმულ სოლ–მაჟორულ სუიტას ‘დონ კიხოტი’/Le Burlesque de
Quichotte’ TWV55:G10. შექმნის ზუსტი თარითი უცნობია, თუმცა დიდი ვარაუდით
იგი მე–XVIII
საუკუნის ოციან წლებს მიეკუთვნება. მასში სრულად არის ასახული ტელემანის გასაოცარი მუსიკალური
პალიტრა, რომლის საშუალებით კომპოზიტორი ახერხებს იუმორისტულ ჭრილში შეეხოს მრავალ
ცხოვრისებულ ასპექტს. სუიტა შვიდ ნაწილიანია,
სადაც უვერტიურის გარდა მოცემულია ნაწარმოების პერსონაჯებთან დაკავშირებული
ისტორიები: დონ კიხოტის გაღვიძება, ბრძოლა ქარის წისქვილთან, სიყვარულის ამოხვნეშა
პრინცესა დულსინეასადმი, მოტყვილებული
სანქო პანსა, როსინატის ოთხით სვლა და სანჩოს ვირის ოთხით სვლა და საბოლოო – დონ
კიხოტის სიზმრები. უვერტიურა ფრანგულ სლინშია დაწერილი – ნელი დებიუტით, რომელიც სწრაფ
ნაწილში გადადის და სრულდება ისევ ნელი ნაწილის გამეორებით. მიუხედავად ტრადიციული
წყობია კომპოზიტორი უკვე ამ ნაწილში ამზადებს მსმენელს, რომ თხრობა უჩვეულ და
ზღაპრულ სამყაროზე ექნება, სადაც ცოცხალი გმირებია, რასაც შთამბეჭდავად გაწელილი
აკორდები და გამისებური გადასვლები ახორციელებენ საერთო აუღელვებელი თხრობითი
მელოდიის ფონზე. მეორე ნაწილი – სრულიად ნაზი, დონ კიხოტის მთვლემარე მდგომარეობას
აღწერს მენუეტის სახით. მესამეში (ალეგრო) – ქარიშხლიანი მუსიკა სიმებიანების
აქცენტებით – ნამდვილად შეტევისა და ბრძოლის ბრწყილვალე ასახვაა. რადიკალურად
განსხვავებულია მეოთხე ნაწილი – სარაბანდას სტილში –გალანტური და ორნამენტიანი იგი
გმირის სიყვარულის გრძნობებსა და ნატვრას ასახავს, თან სევდითა და ტანჯვით
განსჭვალული – ძალზე ფაქიზი და ნაზია მუსიკალურად. სანჩო პანსას ისტორია გადმოცემულია ცოცხალი
შტრიხებით – სოფლის მელოდია ტალღისებრი ათმავალი და დაღმავალი მსვლელობით ვითომ და
დაცინის და თან ეალერსება გლეხ პანსას. მენუეტის სტილი არის გამოყენებული, რათა
კომპოზიტორს გადმოეცა ჩვენი გმირების ოთხფეხა მეგობრების სვლა – ცხენიის სწრაფი და
ენერგიული რითმში და ნელი, შეჩერებით კი –
პანსას ვირის. უკანასკნელ ნაწილში – პირველყოფილი ცეკვის ფონზე რომელიც
მთლიანად მინორულ, მავრიტანულ გავლენას ატარებს, აქა–იქ სტვირის ასოციაციია
გაიელვებს კიდევაც – როგორც ჩანს ეს ჩვენი
გმირის დონ კიხოტის მომავალი თავგადასავლების წინასიტყვაობაა.
სიმებიანებისათვის და ბასო კონტინუოსათვის დაწერილი
ეს ულამაზესი სუიტა ჩანაწერებში მრავლად არის წარმოდგენილი – პრაქტიკულად ყველა
გერმანულ ძველებური ისნტრუმენტების ამსამბლს აქვს იგი ჩაწერილი. მეც საკმარისად
მაქვს შესადარებლად და მეტიც სულ ახლახანს ლონდონში ცოცხლად მომიწია მოსმენა ‘The
English concert’–ის შესრულებით. ქართულმა ანსამბლა ‘საქართველოს სინფონიეტა’ შედარებით
სწრაფი ტემპი აირჩია, განსაკუთრებით პირველ ნაწილში. უვერტიურა მსუბუქად და
შეწყობილად შესრულდა ნაკლები აქცენტით ცალკეულ ინსტრუმენტებზე და მეტი ყურადღებით
ანსამბლის ერთიან ჟღერადობაზე. მეორე ნაწილი გადაბმული, ვიოლინოსა და თეორბის სოლირებით, თან თეორბა მეტად წამოიწია წინ, როგორც ეს ბაროკო მუსიკის დიდი ბელგიელ
ინტერპრეტატორს, რენე იაკობს ხოლმე ახასიათებს. ამიტომაც ამ ნაწილმა ძილ–ბურუსის
შთაბეჭდილება დატოვა, სადაც მუსიკაც კი ეტრფიალება გმირს. ნაწილი შემოკლებულ
ვარიანტში შესრულდა, რომელიც მხოლოდ იტალიური ანსამბლის შესრულებით მომისმენია (Europa
Galante, ფაბიო ბიონდი). კონტრასტულად შემდეგი ნაწილი ისევ სწრაფი იყო (რითმი დროტნინგჰოლმის
ანსამბლის მსგავსად – BIS CD1226), სადაც სიამებიანების გვერდიგვერდ თეორბა ისმოდა.
დულსინეასადმი სიყვარულის ამოოხვრა მეორე ნაწილის მანერაში შესრულდა სიმებიანების და თეორბის დომინირებით. სანჩო პანსას ნაწილი სწრაფი და გრიგალისებური კლავესინისა და თეორბის ჩართულობით, შესაბამისად 8 წამით უფრო მოკლე ვიდრე ყველაზე მოკლე ზემოხსენებული
დროტინგჰოლმის ანსამბლის ჩანაწერში. ბოლოს წინა ნაწილი – სიმებიანებმა კლავესინთან
ერთად ცოცხალ რიტმში შეეცადენ გადაეცათ ცხენის ჭენება. კონტრასტულად ვირის სხვლა
–ცალკეული სიმებიანებითა და თეორბით, მცირე პაუზებით, ბოლოში კი ცხენის ნავარდი
ისევ გამეორდა. უკანასკნელი ნაწილი – სწრაფ სტილში სიმებიანებითა და თეორბის თანხლებით ფინალური გაჩუმებით. ზოგადად შესრულებაში არც ცალკეული ონსტრუმენტების ორნამენტიანობა
დომინირებდა (რაც იტალიურ ანსამბლებს ახასიათებთ ან კიდევაც ჩემთვის საუკეთესო
გერმანულ ელბიპოლისის ბაროკოორკესტრს – Elbipolis), არც მწკრივი სიმებიანების
‘კონსერვატული’ დომინირება (Collegium Musicum 90, სიმონ სტანდაჟი). ინტერპრეტაცია
ზომიერ შუალედს იკავებდა სადაც ჭარბობდა თეორბის გამოყენება და აქა–იქ პირველი
ვიოლინოს ჩუქურთმები (მაგალითად ბრწყინვალე მეორე ნაწილში). თუმცა ტემპები უფრო
სწრაფ მხარეს იყო და ეს ძალზე გემოვნებითა და კარგად იყო შესრულებული. სამწუხაროდ
ასეთ შექებას ვერ დაიმსახურებს დისკის ხმის ინჟინერის მუშაობა. ჩანაწერს ‘ოთახური’
დახშული სივრცის ელფერი დაყვება, ინსტრუმენტები უფრო თანამედროვე სტილში ჟღერენ,
არ არის დეტალიზაცია, კლავესინი ჩავარდნილი და თეორბა კი ზედმეტად წინ წამოწეული
მომეჩვენა. ერთი სიტყვით, ჩანაწერს რომ სასურველი ბაროკო სტილის ელფერი დადებოდა
(როგორც ეს ყველა ზემოხსენებულ ჩანაწერს ახასიათებს) – ვფიქრობ დისკოგრაფიაში
სრულტოფილი კონკურენტი გაჩნდებოდა.
მესამე სუიტა–უვერტიურა (‘La
Bizarre/ახირებული’ TWV55:G2 სოლ მაჟორში) წარმოდგენილი დისკზე არის ნაპოვნი
დარმშტატის არქივებში, მაგრამ მას კვლევარების ვარაუდით ტელემანის ფრანკფურტის
პერიოდს მიაკუთვნებენ. უვერტიურას სახელწოდება არაორიდინალურისკენ
გაგანწყობს, მაგრამ როგორც ეს მთელ ტელემანის ინსტრუმენტალურ შემოქმედებას
ახასიათებს, საცეკვაო ნაწილებთან ერთად ზომიერად (და არა გადამეტებით) არის
წარმოდგენილი ‘უცნაურობები’. კერძოდ, ორი
განსხვავებული ნაწილით (მე–6 და მე–8), რომელთა სახელწოდებაა ‘ფანტაზია’
და ‘ბულბული’.
![]() |
კრისტოფერ მაიერი საქართველოს სინფონიეტასთან ერთად ტელემანის სუიტის სესრულებისას |
ზოგადად ქართულმა ანსამბლმა აქაც
ჩქარი ტემპი აირჩია. შესადარებლად მხოლოდ ერთი ჩანაწერი აღმოჩნდა – ძველებური
მუსიკის ბერლინის აკადემიის ცნობილი ორკესტრის (Harmonia Mundi
HMC901744). ინტერპრეტაციები ნამდვილად განსხვავებული იყო –
მეტადრე მეორე და მეოთხე ნაწილში (კურანტა და ბრანლი), სადაც ქართველმა
მუსიკოსებმა ქარიშხლიანი ტემპი და მანერა შემოთავაზეს მსმენელს, გერმანელებმა უფრო
შენელებული, კლავესინისა და თეორბის თანხლებით. მეოთხე ნაწილი ბერლინის აკადემიის
ორკესტრმა ვრცელი ვერსიით ჩაწერეს, სადაც ნელ ნაწილს ცვლის სწრაფი. სხვა ნაწილებშიც
გერმანელების სიფაქიზე, აქცენტები და ინსტრუმენტების სინაზე კონტრასტირებდა
საქართველოს სინფონიეტას ჟღერად და აბობოქრებულ მანერას, რის გამო ჩვენი ორკესტრის
შესრულების მანერა უფრო კლასიკური პერიოდის ნაწარმოებისათვის შესაფერისი მომეჩვენა
(მოცარტი და მოცარტის შემდგომი პერიოდი). ორიგინალურად გამოჩნდა ვიოლინოსა და
ლუტნის დებიუტი სარაბანდაში, რომლის თემა მერე სიმებიანებმა აიტაცეს
(გერმანელებთან კი საპირისპიროდ იყო) და ბოლო ნაწილში (ბულბული) წინ წამოწეული
კლავესინისა და ჩიტების გალობის იმიტაციის სინთეზი, რაც მოულოდნელი, მაგრამ
მიღებული მანერაა გერმანული ბაროკო მუსიკის შემსრულებლებს შორის.
თუკი მივიღებთ მხედველობაში, რომ ჩვენ
სინამდვილეში ეს პირველი პროფესიული ჩანაწერია ბაროკო მუსიკის იმ დროინდელი
ინსტრუმენტებით და საერთოდ ამ ნაწარმოებების ქართული ორკესტრით, საქართველოს
სიმფონიეტა შექების გარდა არაფერს იმსახურებს. მეტი ასეთი გაბედული ნაბიჯი და
პროექტი მომავალში – აი რას ველით ჩვენ ჩვენი მუსიკოსებისაგან.
შესრულება – 7.5
დავით გიგინეიშვილი
საქართველოს სინფონიეტა / Georgian Sinfonietta:
პირველი ვიოლინო: გიორგი ქერელაშვილი (TWV55:G10), ანა გოგისვანიძე
(), ნატო ბრეგვაძე (TWV55:G2), თამარ ებრალიძე;
მეორე ვიოლინო: ნინო დავითაშვილი, მარიამ ჩოხელი, დიანა გოგიშვილი,
დავით ტაბატაძე;
ვიოლა: ირინე ხოშტარია–ჯაიანი, გიორგი ტურიაშვილი, კონსტანტინე
ჩავლეშვილი, მამუკა ბაბუაძე;
ჩელო: სერგეი ფომინი, ელენე ჯამშიტაშვილი;
კონტრაბასი: ავშინ გოიუშოვი;
თეორბა: ეტიენ გალეტიე (Etienne Galletier);
კლავესინი: ანა ქურდოვანიძე.
დირიჟორი – კრისტოფ მაიერი (Christoph Mayer)
ჩანაწერი შესრულებულია 2016 წლის მაისში თბილისში.
ჩანაწერი შესრულებულია 2016 წლის მაისში თბილისში.
No comments:
Post a Comment