მუსიკალური თვალსაზრისით, გერმანიის გამორჩეულ
ქალაქში, ბერლინში მოგზაურობა დიდი ხანია იყო ჩემი ნატვრა. ერთხელ, 2010 წელს,
კი დავესწარი ‘დონ ჯოვანის’ დადგმას ‘დოიჩე
ოპერის’ სცენაზე, მაგრამ მართალი რომ ვთქვა, მან დიდად გამიცრუა იმედები.
ამჟამად, ერთი გადახედვით, საკმაოდ საინტერესო
პროგრამა ავირჩიე – ვებერის ‘თავისუფალი
მსროლელი /Der Freischütz’
ნაციონალურ ოპერაში (Staatsoper im Schiller Theater Berlin), სადაც თანამედროვე,
საუკეთესო გერმანულმა ვოკალურმა შემსრულებლებმა მოიყარა თავი. ბერლინის ნაციონალური ოპერა, რომელიც ტრადიციულად
‘უნტერ დერ ლიდენზე’ იმყოფება, შენობის რეკონსტრუქციის გამო გადაბარგდა შილერის
თეატრში, ქალაქის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, ბისმარკის ქუჩაზე, სხვათა შორის
‘დოიჩე ოპერის’ სიახლოვეს.
იანვარი ცივი, სუსხიანი და ოდნავ თოვლიანი იყო
ბერლინში. შილერის თეატრი – მომცრო ზომის თანამედროვე ფასადის მქონე პატარა თეატრი
ერთი იარუსითა და თექვსმეტრიგიანი პარტერით არც ინტერიერის თვალსაზრისით ტოვებდა
შთაბეჭდილებას. სცენა საშუალო ზომისა იყო და ორკესტრი სავსებით იმალებოდა სცენის
წინა ჩაღრმავებულ სივრცეში. აღნიშნული დადგმა საპრემიერო იყო ნაციონალური ოპერის
2014–2015 სეზონისათვის და მე 30 იანვარს გამართულ წარმოდგენას დავესწარი.
აკუსტიკა არ
იყო გათვლილი მუსიკალური სპექტაკლებისათვის – ხმა ყრუდ მოდიოდა, რის გამოც რაღაც
ძველი გერმანული რადიოდან გამოსულ ხმებს ემსგავსებოდა. დასაწყისში ამან გული
გამიტეხა, მაგრამ ოპერის მსვლელობისას გერმანულმა
რომანტიულმა მუსიკამ მაინც
თავისებური, საინტერესო ელფერი შესძინა სპექტაკლს. ორკესტრმა ჩინებულად
დაიწყო – ვებერი თავის მუსიკით არ ტოვებს არანაირ კითხვას, თუ რა მიმართულებასა და
ეპოქას მიეკუთვნება მისი ნაწარმოები. ჩემთვის, იტალიურ ბაროკოს, ბელკანტოს და
ვერისტული მუსიკას მიჩვეული მსმენელისთვის ძალზე მომაჯადოვებლად ჟღერდა ვებერის რომანტიზმით
დატვირთული ულამაზესი მუსიკა და თან სად – გერმანიის შუაგულში! უნდა ვაღიარო, რომ
დირიჟორმა (სებასტიან ვეიგლი/Sebastian Weigle) და ბერლინის ნაციონალური კაპელის
ორკესტრმა (Staatskapelle Berlin) დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე.
დადგმა (მიქაელ ტალჰაიმერი /Michael Thalheimer) –
ორიგინალური და არატრადიციული იყო. ლეგენდამ ზღაპრული და ‘ფანტაზიის’ ელემენტები
შეიძინა, ოპერის მიმდინარეობისას მაგიური შავი ჯადოქრის – მონადირე სამუელის
სახე მუდამ ფიგურირებს. იგი ლანდივით დაჰყვება გმირებს, უთვალთვალებს და
აკონტროლებს მათ ნაბიჯებს. სამყაროც, დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრით, რაღაც
სივრცეებად არის დაყოფილი – აქეთ სცენისაკენ, სადაც მოქმედება ტარდება –
ჩაბნელებულია და გამხმარი ტოტებით არის მოფენილი. იქეთ კი – უკანა პლანზე – კაშკაშა
შუქი და ნათელი ხვრელია, საიდანაც ჩნდებიან და ისწევ უკან ბრუნდებიან პერსონაჟები. მაგრამ მათი ძირითადი ქმედებები
ხორციელდება – დაბნელებულ და სამუელის გავლენის ქვეშ მყოფ სამყაროში. ამიტომაცაა,
რომ მაქსი
, მთავარი პერსონაჟი და წარსულში კარგი მსროლელი და მონადირე, თავისი სიყვარულისა
და ბედის გამო იხლართება მისი ნაცნობი მონადირის, კასპარის არაკეთილმოსურნე
რჩევებში და თავის ბედს სამუელს ჩაუგდებს ხელში. არადა მიზანი ლამაზი და სუფთაა –
მაქსს სურს თავისი შეყვარებულის, ახალგაზრდა ქალწულის აგატას ხელი დაიმსახუროს
ახლად გამოცხადებულ მსროლელთა შეჯიბრში. აგატა თანაგრძნობითპასუხობს მაქსს და
თავის გულის სიღრმეში ემზადება ამ ქორწილისთვის, თუმცა რაღაც ცუდი სიზმრები და
თავსმოხვეული აზრები მას საშიშროებას უწინასწარმეტყველებენ. რასაც იგი ჯერ თავის
ერთგულ მეგობარ ქალიშვილს – ანხენს უმხელს. მერე კი, შეჯიბრებამდე,
უკვე მაქსსაც გაუზიარებს. დემონურ ძალებს კი არ სძინავთ – კასპარი სამუელის
ჯადოქრობის დახმარებით სპეციალურ ტყვიებს ადნობს და გადასცემს მაქსს. უკანასკნელი ტყვია
აგატასთვის არის განკუთვნილი, თუმცა მაქსმა არაფერი იცის ამაზე. ტურნირის დღეს
სოფელი სადღესასწაულოდ არის მორთული – აგატა პატარძლის ტანისამოსშია და მის ირგვლივნაციონალურ
ტანსაცმელში გამოწყობილი სოფლის ქალიშვილები მზად არიან მას საქორწილო ფატა
მიართვან. მაგრამ აგატას უცნაური და ტრაგიკული ხილვები აწუხებს. იმართება შეჯიბრი
– გუგუნებს სახელგანთქმულ მონადირეთა
გუნდი (Was gleicht wohl auf Erden), მღერიან სტუმრები: გრაფი ოტაკარი თავის მეგობრებთან და
სოფლის მაცხოვრებლებთან სასიამოვნო სანახაობის მოლოდინში არიან. მაქსი
დაწინაურდება შეჯიბრში, მაგრამ როდესაც გრაფი მას სთხოვს ესროლოს თეთრ მტრედს,
ტყვია ხვდება კასპარს და აგატაც ვარდება. დათრგუნული და შეცბუნებული მაქსი ამხელს
სტუმრებს თავის საიდუმლოებას. გრაფი ოტაკარი განრისხდება, მაგრამ ახლად გამოჩენილი
განდეგილი მოუხმობს პატიებისაკენ და საბოლოოდ ყველა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.
ვებერის მუსიკა! – არ შეიძლება მან არ მოგხიბლოს.
ოპერის უვერტიურა წარმოადგენს რომანტიზმისა და სიმფონიზმის საუკეთესო ნიმუშს და წინასწარ განგაწყობს საოცარი მუსიკალური თხზულების
მოსასმენად, სადაც ხალხურ მელოდიებს ანაცვლებს არაჩვეულებრივი რომანტიკული საოპერო
არიები და დუეტები და, სადაც ტყეებისა და მთების ჯადოსნური ბუნება აირეკლება
მოქნილ მუსიკალურ მელოდიაში, რომელიც ზოგჯერ, მოულოდნელად იძენს დემონურ და ბნელ
ელფერს (კერძოდ ჯადოს სცენაში). ამიტომაცაა ოპერის ულამაზეს ფურცლებს
მიეკუთვნება ანხენისა (No.7: Kommt ein schlanker) და აგატას (No.8: Leise, leise,
Fromme Weise) რომანსები და არიები, სადაც კომპოზიტორმა მანდილოსნის ბუნებისა და
რთული განცდების გადმოსაცემად მიმართა ობლიგატურ სიმებიან ინსტრუმენტებს (No.12:
Und ob die Wolke sie verhülle; No.13: Trübe Augen, Liebchen, taugen). ხალხური
მელოდიების ანარეკლს ატარებს უმშვენიერი სცენა (No.14: Wir winden dir), სადაც
მელოდიას იმეორებს სოფლის სამი მანდილოსანი გუნდის დახმარებით. ეს სცენა განსაკუთრებით
ლამაზი და ბუნებრივი გამოვიდა ოპერაში, სხვათა
შორის ზემოთხსენებული მონადირეთა გუნდთან ერთად.
რაც ეხება ვოკალურ შესრულებას – ქალებისაგან ანა პროჰასკას (Anna Prohaska) გამოვყოფდი, რომელმაც თავისი ხასიათობრივი, მოქნილი და ლამაზი ხმით მოახერხა სწორად გადმოეცა თავისი გმირის ანხენის სახე. უფრო რთული ამოცანა ჰქონდა სახელგანთქმულ დოროთეა როშმანს (Dorothea Röschmann) აგატას როლში. ან მომღერალი ფორმაში არ იყო, ან გადამეტებით მისდევდა დირიჟორის მითითებებს, შედეგი ცხადი იყო – მისი ხმა ზედმეტად ვიბრირებდა, აკლდა სინარნარე და მაშასადამე ლირიზმი და რომანტიზმი. სხვა მხრივ, მისი ხმა – დრამატული სოპრანო კარგად ავსებდა დარბაზს. ბევრს ველოდი მაქსის შემსრულებლისაგან – გერმანელი ტენორი ბურკჰარდ ფრიცისაგან (Burkhard Fritz). მას დადებითი კრიტიკა ჰქონდა ვერდის ოპერების ტენორის ძნელ პარტიებში. მაგრამ მისი პატარა, ტიპიური არაიტალიური შეფერილობის ხმა იმით იყო კიდევ დამძიმებული, რომ იმ საღამოს ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სუნთქვა ეხუთებოდა (უპატიებელი შეცდომა მომღერლისათვის). აი კასპარის როლის შემსრულებელი – ფალკ შტრუკმანი (Falk Struckmann) კი ნამდვილად მომეწონა. მისი მაღალი რეგისტრის ბანი ბრწყინვალედ გაუმკლავდა კასპარის რთულ როლს – მისი მაღლები იყო უბადლო, განსაკუთრებით არიაში (No.5: Schweig, schweig damit dich niemand). მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები ზოგად ფონს არ ცვლიდნენ.
![]() |
სოფლის მანდილოსნები და აგატა (როშმანი) |
რაც ეხება ვოკალურ შესრულებას – ქალებისაგან ანა პროჰასკას (Anna Prohaska) გამოვყოფდი, რომელმაც თავისი ხასიათობრივი, მოქნილი და ლამაზი ხმით მოახერხა სწორად გადმოეცა თავისი გმირის ანხენის სახე. უფრო რთული ამოცანა ჰქონდა სახელგანთქმულ დოროთეა როშმანს (Dorothea Röschmann) აგატას როლში. ან მომღერალი ფორმაში არ იყო, ან გადამეტებით მისდევდა დირიჟორის მითითებებს, შედეგი ცხადი იყო – მისი ხმა ზედმეტად ვიბრირებდა, აკლდა სინარნარე და მაშასადამე ლირიზმი და რომანტიზმი. სხვა მხრივ, მისი ხმა – დრამატული სოპრანო კარგად ავსებდა დარბაზს. ბევრს ველოდი მაქსის შემსრულებლისაგან – გერმანელი ტენორი ბურკჰარდ ფრიცისაგან (Burkhard Fritz). მას დადებითი კრიტიკა ჰქონდა ვერდის ოპერების ტენორის ძნელ პარტიებში. მაგრამ მისი პატარა, ტიპიური არაიტალიური შეფერილობის ხმა იმით იყო კიდევ დამძიმებული, რომ იმ საღამოს ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სუნთქვა ეხუთებოდა (უპატიებელი შეცდომა მომღერლისათვის). აი კასპარის როლის შემსრულებელი – ფალკ შტრუკმანი (Falk Struckmann) კი ნამდვილად მომეწონა. მისი მაღალი რეგისტრის ბანი ბრწყინვალედ გაუმკლავდა კასპარის რთულ როლს – მისი მაღლები იყო უბადლო, განსაკუთრებით არიაში (No.5: Schweig, schweig damit dich niemand). მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები ზოგად ფონს არ ცვლიდნენ.
![]() |
ანხენი (პროჰასკა), მაქსი (ფრიცი) და აგატა (როშმანი) |
ვებერის ოპერის მოსმენა სცენიდან წარმოადგენს
განუწყვეტელ სიამოვნებას – დადგმამ ეს მუსიკის ჯადოსნური გავლენა არანაირად არ
დაჩრდილა. იგი საინტერესო და ნოვატორული იყო. მაგრამ რადგან მთელი სპექტაკლის
განმავლობაში ფიგურირებს ბნელი ძალა – შელოცვის სცენამ ავბედითობა დაკარგა და იგი
უკვე დრამის საკვანძო ნაწილი არ იყო.
ჩემდა გასაკვირად – ოპერა წარმოადგინეს ერთიანი შესრულებით, ყველანაირი
შესვენების გარეშე. მსმენელი ამან არ დაღალა – მოხერხებულმა ბერლინელებმა კი მცირე
ვახშამი და სასმელები სპექტაკლის წინ ფოიეში მიირთვეს.
დადგმა – 4.0
ვოკალი–4.0
ორკესტრი–4.5
დავით გიგინეიშვილი / David Gigineishvili
Carl Maria von Weber
'Der Freischütz'
Staatsoper im Schiller Theater Berlin, January 30th, 2015
Ottokar - Roman Trekel
Kuno - Victor von Halem
Agathe - Dorothea Röschmann
Annchen - Anna Prohaska
Kaspar - Falk Struckmann
Max - Burkhard Fritz
Ein Eremit - Jan Martinik
Kilian - Maximilian Krummen
Samiel - Peter Moltzen
Staatsopernchor
Staatskapelle Berlin
Conductor - Sebastian Weigle
Stage director - Michael Thalheimer
Ottokar - Roman Trekel
Kuno - Victor von Halem
Agathe - Dorothea Röschmann
Annchen - Anna Prohaska
Kaspar - Falk Struckmann
Max - Burkhard Fritz
Ein Eremit - Jan Martinik
Kilian - Maximilian Krummen
Samiel - Peter Moltzen
Staatsopernchor
Staatskapelle Berlin
Conductor - Sebastian Weigle
Stage director - Michael Thalheimer
No comments:
Post a Comment