თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრებისთანავე 1988 წლიდან ჩაირიცხა ასპირანტურაში, რომლის პერიოდში მოღვაწეობდა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრაზე (ხელმძვანელი – აკადემიკოსი ალექსანდრე ვეინი). იმ პერიოდიდან ჩამოყალიბდა მისი ინტერესი როგორც ნევროლოგიური ფუნქციური დარღვევების (ნევროზების), ასევე ელექტროფიზიოლოგიური (EEG) კვლევის მიმართ. 1992 წლიდან მუშაობს თბილისის პ.სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტთან არსებულ ეპილეფსიის ცენტრში (ხელ. - პროფ.თინა გელაძე). ამ გარემოში იგი ინტერესდება ეპილეფსიის ნეიროფსიქიატრიული საკითხებით და ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების დიაგნოსტიკითა და მკურნალობით. იგი აყალიბებს და ნერგავს პაციენტის ნეიროფისიქიატრიულ გამოკვლევის სტანდარტულ სქემას (Mental Status Examination), კითხულობს ლექციებს ეპილეფსიაზე და პირველად საფუძველს უყრის ეპილეფტოლოგიის კურსს ახალგაზრდა ექიმებისათვის. პარალელურად ინსტიტუტის წამყვან მორფოლოგთან (მედ.დოქტორი–ტანია მერმანიშვილი) ერთად ინტერესდება და ახორციელებს რამოდენიმე კვლევას თავის ტვინის სიმსივნეების ეპიდემიოლოგიაში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან არსებული სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (International Agency
for Research on Cancer – IARC) სტიპენდიანტი 2001-2002 წლებში იგი მუშაობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლაში (ბალტიმორი, აშშ) სადაც აგრძელებს ონკოეპიდემიოლოგიურ კვლევებს.
თბილისში დაბრუნებისას ინიშნება პ.სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტის სწავლულ მდივნად (დირექტორი-აკადემ. რომან შაქარიშვილი). 2004 წელს როგორც დაპატიჟებული პროფესორი კითხულობს ლექციას ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების ირგვლივ აიჩის სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროფსიქიატრიის კათედრაზე (ნაგოია, იაპონია). იმავე კათედრაზე (ხელ. – პროფ.კაუსუკე კანემოტო) შედგა მისი სადოქტორო ნაშრომის აპრობაცია. 2005 წელს გამოსცემს ფუნდამენტალურ წიგნს, რომელიც ნევროტულ აშლილობებს განიხილავს არასტანდარტულ ნეიროფსიქიატრიულ ჭრილში. ნაშრომმა მიიღო დადებითი რეცენზია დარგის აღიარებული უცხოელ სპეციალისტების მიერ. შეიძლება ითქვას ამ ნაშრომმა და იმავე წლებში გამოქვეყნებულმა მრავალმა ქართულენოვანმა სამეცნიერო პუბლიკაციამ საფუძველი ჩაუყარა ქართულ ნეიროფსიქიატრიულ სკოლას. დავით გიგინეიშვილი არის ნევროლოგიაში დიპლომისშემდგომი სარეზიდენტო სწავლების ეპილეფტოლოგიისა და ნეიროქსიქიატრიის მოდულების ავტორი და უცვლელი ხელმძღვანელი.
1997 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ნევროლოგიურ კონფერეციებსა და კონგრესებზე როგორც აქტიური მომხსენებელი. უკვე 1998 წელს ეპილეფტოლოგიის მე-3 ევროპული კონგრესის სასესიო ტრიბუნიდან იგი იწყებს საუბარს ნეიროფსიქიატრიული გამოკვლევის აუცილებლობაზე პაციენტებში შეტევებით მიმდინარე დარღვევებით.
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი 1992 წლიდან, ხოლო, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი 2006 წლიდან. 2009-2012 წლებში ქართველ კოლეგებთან ერთად ახორციელებს ფართო ეპიდემიოლოგიურ საგრანტო კვლევას, რომლის მიზანია ნეიროონკოლოგიური დაავადებების გავრცელების გამოვლენა საქართველოს მასშტაბში. მიღებული შედეგების საფუძველზე იგი საკუთარი ინიციატივით ქმნის თავის ტვინის სიმსივნეების ონკორეესტრის პირველ მოდელს (http://gbtr.000webhostapp.com).
 |
პროფ.საბინა რორმანთან ერთად გერმანიის კანცერის ცენტრში, ჰეიდელბერგი, 2009წ. |
 |
ონკორეესტრების ევროპული ქსელის კონგრესი (ENCR), ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი, ქალაქი ისპრა, იტალია, 2014წ. |
აღნიშნული კვლევის შედეგებმა მოიპოვა სრული საერთაშორისო აღიარება და გამოქვეყნდა დარგის ინგლისურენოვან წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში (J Neurooncol; BMC Neurology). ამჟამად ხელმძღვანელობს ახალ კვლევას, რომელიც აფასებს ცხოვრების ხარისხს გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა ოჯახის წევრებში.
 |
სახელგანთქმულ კანადელ პროფესორ ჯუნ ვადასთან ერთად ეპილეფსიის მსოფლიო კონგრესის დროს, მონრეალი 2013წ. (with Prof. Juhn Atsushi Wada) |
2013 წლიდან არჩეულია ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის ნეიროფსიქიატრიული კომისიის ფსიქოგენური შეტევების სამუშაო ჯგუფში (PNES Task Force of the
Neuropsychiatry commission of the ILAE) და მიიღო აქტიური მონაწილეობა ამ კომისიის მიერ მოწყობილ კონფერენციაში 2015 წლის ოქტომბერში ქ.ნაგასაკიში (იაპონია), რომელიც მიეძღვნდა ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების პრობლემატიკას (‘Psychogenic Nonepileptic seizures
around the world’ - A
joint meeting of the ILAE and the Japan Epilepsy Society). ხანგრძლივი მუშაობის სემდეგ კომისიის მოხსენება ვრცელი წერილის სახით ახლახანს გამოქვეყნდა ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის მიერ დაფუძნებულ ჟურნალში Epilepsia Open.
 |
ეპილეფსიასთან მებრძოლი ლიგის ნეიროფსიქიატრიის კომისიის წევრებთან (პროფესორები კაუსუკე კანემოტო, მარკუს რუბერი, კურტ ლაფრანსი, მაიკლ კერი) და კონფერენციის მონაწილეებთან ერთად, ნაგასაკი, 2015წ. |
ამჟამად არის პ.სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქიტრიული მიმართულების ხელმძღვანელი, ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი. მის ინტერესთა სფეროში შედის: ეპილეფსია, შეტევებით მიმდინარე სხვა პათოლოგიები, ნევროზული და ფშოთვითი აშლილობები, დეპრესია. მას ეკუთვნის მონოგრაფიები: ‘პანიკური აშლილობა’ (2003), ‘სომატოფორმული (ნევროზული) აშლილობები ნევროლოგიურ კლინიკაში’ (2005), ‘დეპრესია’ (2007).
იმავდროულად მოღვაწეობს ხელოვნების დარგში, როგორც კინო და მუსიკის კრიტიკოსი. 2002 წლიდან იგი აქტიურად აქვეყნებს კრიტიკულ წერილებს მსოფლიო წამყვანი საკონცერტო და საოპერო თეატრებში გამართულ სპექტაკლებზე და წარმოდგენებზე ქართულ პრესაში. 2015 წელს გამოვიდა მისი კრებული ‘წერილები ხელოვნებაზე’.
Harrah's Philadelphia Hotel & Casino - JTM Hub
ReplyDeleteHarrah's 제주도 출장마사지 Philadelphia Hotel & Casino locations, rates, amenities: 전라북도 출장마사지 expert 논산 출장안마 Philadelphia 포항 출장마사지 research, only at Hotel and Travel Index.What are the hours of operation at Harrah's Philadelphia Hotel & Casino?What 군포 출장마사지 days are Harrah's Philadelphia Hotel & Casino open?