Tuesday, March 22, 2016

შეტევებით მიმდინარე დაავადებები (ეპილეფსია, სინკოპე, ნევროზები)

მდგომარეობები, რომელიც იწვევს შეტევებს შეიძლება პირობითად დაიყოს ოთხ ჯგუფად:
1.      გულის წასვლის (სინკოპალური) ეპიზოდები. ეს მდგომარეობა მომენტალურად არ ვითარდება. პაციენტი გონების დაკარგვამდე განიცდის მხედველობისა და სმენის თანდათანობითი დაქვეითებას, მხედველობის დაბინდვას და გონების დაკარგვის განცდას. ამ დროს მას სახე გაფითრებული აქვს, იგი ოფლიანიბს, შეიძლება გულისრევა დამჩატე თავისშეგრძნება განიცადოს. მდგომარეობა გვირგვინდება გონების დაკარგვით, მაგრამ შეიძლება ზემომოყვანილი სიმპტომები უკუიქცეს, რასაც დაჯდომა და დაწოლა უწყობს ხელს.
2.      ეპილეფსიური შეტევები (გულყრები), რომელიც თავის ტვინის დაავადების ეპილეფსიის გამოვლენაა. ისინი მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ფორმააკრუნჩხვითი, გონების დაკარგვით, რომლის დროს პაციენტს აღენიშნება სხეულისა და კიდურების დაჭიმულობა და/ან კრთომა. ეპიზოდი პაციენტს როგორც წესი დავიწყებული აქვს, შეიძლება ახსოვდეს შეტევის შემდგომი სისუსტე, კუნთოვანი ტკივილი, მოულოდნელად მიღებული ტრავმა, მაგალითად მოკვნეტილი ენა და .. შეტევას შეიძლება უსწრებდეს წინათგრძნობა, თუმცა ეს სავალდებულო არაა. სხვა სახეობის გულყრა არის ხანმოკლე შეტევა მზერის გაშტერებით და მარტივი მოძრაბებით (ავტომატიზმებით), როგორიცაა ტუყების წმაწუნი, ხამხამი, თითების უაზრო მოძრაობები (ტანისამოსთან შეხება, ფოლაქების გახსნა). ეპილეფსიური შეტევები შეიძლება მიმდინარეობდეს ასევე შეცვლილი ცნობიერებით ან საერთოდ ნათელ ცნობიერებაზეც.
3.      ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევები ეს განსხვავებული მდგომარეობათა მთელი ჯგუფია, როდესაც პაციენტის შეტევები მიემსგავსება გულყრას, მაგრამ არ არის გამოწვეული ეპილეფსიით. ასეთი მდგომარეობების საფუძველია ფსიქოლოგიური აშლილობა (მწვავე დისტრესი, პოსტსტრესული მდგომარეობა, ნევროტულისომატოფორმული აშლილობა და ..). ამ შეტევებისათვის დამახასიათებელია მსგავსება ეპილეფსიურ კრუნჩხვით გულრასთან, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს საწინააღმდეგო.. ძალგამოცლილი შეტევები, რომლის დროს პაციენტი იკეცება, კარგავს კონტაქტს გარე სამყაროსთან, აღენიშნება მთლიანი სხეულის მოტორული მოშვებულობა და უმოძრაობა.
4.      ორგანული არაეპილეფსიური შეტევები. ეს გულყრების მაგვარი მდგომარეობებია, რომელიც გამოწვევულია რომელიმე სომატური (თერაპიული) დაავადებით. მაგალითად გამოდგება გლუკოზის უეცარი დაქვეითება სისხლში (ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა), რომელიც შეიძლება სეტვიტ გამოვლინდეს. შეტევა შეიძლება გამოვლინდეს კანკალით, ცხელებით, გაღიზიანება, თავბრუ, ოფლიანობა, დაბუჟება ტუჩების ირგვლივ, თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები და გონების დაკარგვაც.

შეტევით მიმდინარე დაავადებების სწორი დიაგნოსტიკა (იმ სამედიცინო დარღვევის გამოვლენა, რომელმაც შეტევის აღმოცენება გამოიწვია) პირველ რიგში საჭიროებს მზაობას ერთობლივ თანამშრომლობაზე როგორც პაციენტის ასევე ექიმის მხრიდან. შემთხვევათა დიდ ნაწილში სარწმუნო კლინიკოლაბორატორიული მონაცემები რომელიმე ზემოთმოყვანილი შეტევების გამომწვევი დაავადების სასარგებლოდ მოიპოვება პაციენტსა და ექიმს შორის თერაპიული თანამშრომლობის არც თუ დიდი დროის შემდეგ. მაგრამ შემთხვევათა არანაკლებ 20%–სა შეტევით მიმდინარე დაავადებების სწორი დიაგნოსტიკა (იმ სამედიცინო დარღვევის გამოვლენა, რომელმაც შეტევის აღმოცენება გამოიწვია) შესაძლოა რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს. ასეთ ვითარებაში პაციენტმა და ექიმმა მოთმინება, ნდობა და ენერგია არ უნდა დაიშურონ, რომ საწადელს მიაღწიონ, რაც მოიცავს მრავლობით ვიზიტებს სამედიცინო დაწესებულებაში და შესაძლოა განმეორებით და დამატებით კვლევებს. მაგრამ ამის მიუხედავად პრაქტიკა უჩვენებს, რომ პაციენტთა მცირე კოჰორტაში ეს პროცესი წლებს იკავებს.   


გვერდის ავტორი: პროფ. დავით გიგინეიშვილი

Monday, March 21, 2016

შეტევებით მიმდინარე დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა (ეპილეფსია, სინკოპე, ნევროზი)

შეტევებით მიმდინარე დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება  .სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტში და იგი მოიცავს:
1.      იმ სამედიცინო მდგომარეობის გამოვლენასა და დიაგნოსტირებას, რომელიც იწვევს შეტევების აღმოცენებას
2.      პაციენტისათვის სამკურნალო რეკომენდაციის გაწევას
3.      საჭიროებისამებრფარმაკოლოგიური ან ფსიქილოგიური ან კომბინირებული თერაპიის ჩატარებას
ამ ამოცანების განხორციელებისათვის ინსტიტუტში არსებობს სათანადო ინტელექტუალური და ინსტრუმენტული ბაზა.

დიაგნოსტიკურ პროცესს წარმართავს ინსტიტუტის ნეიროფსიქიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, ნევროლოგი დავითგიგინეიშვილი.




სწორად და დაწვრილებით შეგროვებულ დაავადების ისტორიას და ჩივილებს აქვს დიდი მნიშვნელობა. ამიტომაც მიზანშეწონილია როგორც შეტევის მოწმეს გამოვლენა, რომელიც მიაწვდის ექიმს შეტევის აღწერილობას, ასევე შეტევის ჩაწერა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით (მობილური ტელეფონი, ვიდეოკამერა სახლის პირობებში და ყველაზე საუკეთესო შემთხვევაშიგანხორციელდეს ვიდეომონიტორინგი საავადმყოფოს პირობებში) ამას ემატება პაციენტის ნევროლოგიური გამოკვლევით მოპოვებული ინფორმაცია. მხოლოდ ამის შემდეგ იგეგმება ინსტრუმენტალურლაბორატორიული კვლევები.
ინსტურემნტალური გამოკვლევების უდიდესი ნაწილი ხორციელდება ელექტროფიზიოლოგიურ ლაბორატორიის მეშვეობით. მასში ტარდება:
1.      რუტინული ვიდეოეეგ (routine video-eeg)
2.      ვიდეოეეგ მონიტორინგი (24 hours video-eeg monitoring)
3.      პოლისომნოგრაფიული კვლევა (polysomnography – sleep study)

ინსტიტუტის ლაბორატორიას გააჩნია რესპუბლიკაში საუკეთესო აპარატურული ბაზა, კერძოდ Dr. Sagura Royal Medical Systems AG- წარმოებული 32 არხიანი ეეგ-პოლისომნოგრაფიული მოწყობილობა, შესაბამისი Leonardo Brainmap პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც საშუალებას იძლევა პოლისომნოგრაფიული ჩანაწერის შესრულებას როგორც ადგილზე (სტაციონარული), ასევე პაციენტისათვის უფრო შეჩვეულ გარემოში (გასვლითი).


როგორც რუტინული, ასევე გახანგრძლივებული (24 საათინი) ელექტროენცეფალოგრაფიული და ვიდეო მონიტორინგი ხორციელდება ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ოთახში, სადაც პაციენტი სამედიცინო და ტექნიკური პერსონალისაგან იზოლირებულად იმყოფება. მაგრამ მასზე ხორციელდება აპარატურული ცოცხალი დაკვირვება და მას აქვს პერსონალთან დაკავშირების საშუალება. ინსტიტუტის ელექტროფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობენ გამოცდილი ნეიროფიზიოლოგები კლინიკური ელექტროფიზიოლოგეპილეფტოლოგის მეთაურობით.



ინსტიტუტის მისამართია: .თბილისი, თევდორე მღვდლის 13, მე–3 სართული. ინსტიტუტის ამბულატორული სამსახური მუშაობს ორშაბათიდან პარასკევამდე 11–დან 17–საათამდე. სასურველია წინასწარ ჩაწერა. აღნიშნული ინტერნეტგვერდის მეშვეობით დაინტერესებულ პაციენტები შეძლებენ კონსულტაციას პროფ. .გიგინეიშვილთან 12%–ანი ფასდაკლებით. ამისათვის საჭიროა დაკავშირება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: davidgig@mail.ru