ოპერის მოყვარულ თბილისელთათვის საინტერესოა და სასიამოვნო ის, რომ
ჩვენი ქალაქი არამც თუ რჩება საოპერო მუსიკის ქალაქად, არამედ ამ ტრადიციებით კიდევ
უფრო ძლიერდება და მდიდრდება. სულ ცოტა ხნის
წინ ჩვენი ოპერის თეატრში დაიდგა ვერდის ოპერა – ‘სიმონ ბოკანეგრა/Simon Boccanegra'.
მეტად სასიხარულოა, რომ ამ
ოპერის დაგეგმილი პრემიერა ამა წლის 10 ივნისს
შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. ამ მოვლენისათვის საუკეთესო
ვოკალური ძალები იყო მობილიზებული: გიორგი გაგნიძე – სიმონ ბოკანეგრას, თამარ ივერი
– ამელია გრიმალდის და ოთარ ჟორჟიკია – გაბრიელ ადორნოს პარტიაში. ოპერის მუსიკალური
დირექტორის, დანიელ ორენის ნაცვლად, ორკესტრს ხელმძვანელობდა ზაზა აზმაიფარაშვილი.
დადგმა განხორციელდა გენუის ‘კარლო ფელიჩეს’ თეატრის პროდუქციის საფუძველზე. დამდგმელმა
რეჟისორმა ალფონსო სინიორინიმ უცვლელი დატოვა დრო (მე–XIV საუკუნე) და ადგილი (გენუა).
კოსტიუმები იყო ეპოქის შესატყვისი, რეჟისორული ჩანაფიქრით ზღვა (რაც ვერდის პარტიტურას
დაუვიწყარი და გამორჩეული მუსიკალური ხაზით მიჰყვება), პრაქტიკულად, ყველა სცენაში
ჩანს, დეკორაციები იყო მინიმალური, რამაც სახელგანთქმული ‘საბჭოს დარბაზი’–ს სცენა
ოდნავ გააფერმკრთალა. სხვა მხრივ, უდავოა, რომ ლიბრეტოშო ასახულმა მოქმედების ისტორიულმა
გაცოცხლებამ ოპერის დადგმას სწორი გამოსახვა მისცა, რამაც მუსიკის აღქმას ხელი შეუწყო.
ვოკალურად წარმოდგენა ჩინებული იყო.
გაგნიძემ პარტია დინჯად, ხმის კარგი კონტროლითა და ვოკალურად გამართულად წაიყვანა. უდავოდ ჩანდა მისი გამოცდილება (აქამდე ეს პარტია დასავლეთის წამყვან საოპერო თეატრებში შეასრულა), მაგრამ მისი არაიტალიური ტემბრი და სიმშრალე ზედა რეგისტრში, რომელიც ჩემს მოწონებას არ იმსახურებდა, ამ ეფექტს ოდნავ ანელებდა.

თამარ ივერი (თ.ჯავახიშვილი)
ამელიას პირველ არიაში (Come in quest'ora bruna) იყო ძალზე უფერული, საბედნიეროდ,
შემდგომ სცენებში მისმა ხმამ სიმყარე და სიზუსტე დაიბრუნა. არც თამარ ივერის აკლდა
გამოცდილება - ლეო ნუჩისთან ამ ოპერაში მისი პარტნიორობა პარმის თეატრ ‘რეჯიო’–ში
2010 წელს ჩაწერილია ვიდეოზე და გამოშვებული ვერდის საიუბილეო წელს დვდ-ზე.
ოთარ ჟორჟიკიას თბილი, ჟღერადი ხმა კარგად ავსებდა თეატრს. მისი ემოციური ინტერპრეტაცია მეტად ეფექტური გამოდგა ანსამბლებში, რასაც ვერ ვიტყოდი მეორე აქტში, გაბრიელეს ცნობილ არიაში (Cielo pietosa rendila). დანარჩენმა შემსრულებლებმა - რამაზ ჩიკვილაძემ (იაკოპო ფიესკო) და გიორგი მჭედლიშვილმა (პაოლო ალბიანი) ღირსეულად გაუწიეს პარტნიორობა ჩვენს ცნობილ მომღერლებს. მათ არც გუნდი და ორკესტრი არ ჩამორჩა, თუმცა ვერდისეული ლირიული გააზრება მაინცდამაინც არ იგრძნობოდა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა წლის მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას უმასპინძლა. ვიმედოვნოთ, რომ მომავალში ასეთი საღამოები თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს არ დაგვაკლდება.
დავით გიგინეიშვილი
გამოქვეუნებულია გაზეთ 'საქართველოს რესპუბლიკა' 2018; 128(8529):7.