ინტერნეტში მორიგი ძიებისას წავაწყდი ინფორმაციას, რომ მარტიდან თბილისის საოპერო თეატრში ვერდის ’აიდა’ ფრანკო ძეფირელის რეჟისურით დაიდგმებოდა. პირველ სპექტაკლში კი უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სოლისტებს (იანო ალიბეგაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, გიორგი ონიანი, გიორგი გაგნიძე) უნდა მიეღოთ მონაწილეობა. დაინტრიგებული ამ ფაქტით, რომ რამდენიმე ქართველი ვარსკვლავის ერთ ოპერაში მოსმენა შემეძლო, გავეშურე ოპერის სალაროებისკენ. იქ შევიტყვე, რომ ბილეთების შეძენა თურმე ინტერნეტით იყო შესაძლებელი (ticket.ge). მაგრამ სამწუხაროდ, სალაროდან მტკიცე უარით გამომისტუმრეს, რადგან პირველი წარმოდგენის ყველა ბილეთი გაყიდული ყოფილა. ამ ფაქტმა ცოტა გამაკვირვა, მით უფრო რომ ბილეთების ფასი არცთუ ისე იაფი იყო.
მოგვიანებით შევეცადე როგორც მუსიკის კრიტიკოსს პრესაკრედიტაცია მომეპოვებინა, მაგრამ არც აქ გამიმართლა. ოპერის საზოგადოებრივ ურთიერთობის ხელმძღვანელს გვიან დავუკავშირდი, გამოირკვა, რომ პრესისათვის ადგილები არ ყოფილა გამოყოფილი. მაგრამ მან ჩვენი თანამშრომლობის ნიშნად გენერალურ რეპეტიციაზე დასწრება შემომთავაზა. ორ და სამ მარტს იმართებოდა რეპეტიციები, მაგრამ თურმე განსხვავებული დასით. ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი და სამ მარტს საღამოს გავეშურე ოპერაში დარწმუნებული, რომ რეპეტიციის სამუშაო პროცესს მეც შევუერთდებოდი, რასაც თავისებური ხიბლი და საიდუმლოება ახლავს
მაგრამ უკვე ოპერის შენობასთან მიახლოვებულს – კიბეებზევე ხალხმრავლობამ და არაბუნებრივმა ჩოჩქოლმა დამაეჭვა. უმეტესწილად ახალგაზრდების მისვლა –მოსვლა შეინიშნებოდა. ისეთი სიტუაცია იყო გეგონებოდათ ოპერაში ღია კარის დღე მოუწყვიათო... შესასვლელში არც მე გავუჩერებივარ ვინმეს და არც საშვი მოუთხოვიათ. ოპერის ფოიეში აურზაური იდგა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ თავისუფალ დაშვებას ჰქონდა ადგილი. დაცვამ ჩემს შეკითხვას თავი აარიდა. მე კი დარბაზში შესვლა მომერიდა, მით უფრო რომ ამფითეატრის კარებები დაკეტილი იყო (იგი უკვე გადავსებული ყოფილა!). ხალხი, რომელიც თავისი ჩაცმულობით ოპერაში დამსწრეთა შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, მატულობდა და მატულობდა, საბოლოოდ აღმოვაჩინე რომ იარუსებიც სრულად დაკავებული იყო. სავსებით დაბნეულს პერსონალის ერთმა წევრმა მიშველა, ინიციატივა აიღო თავის თავზე და მარცხენა ლოჟაში შემიყვანა, სადაც მხოლოდ ერთი უკანა რიგის სკამიღა იყო თავისუფალი. ლოჟა პირდაპირ ორკესტრს უყურებდა და მისგან სცენის მარცხენა ნაწილი არ მოჩანდა, ამიტომაც სპექტაკლი მეტწილად ფეხზე გავატარე, მხოლოდ ასე შემეძლო სრულად მივყოლოდი სცენაზე გამართულ მოქმედებას.
სპექტაკლი დაგვიანებით დაიწყო – ორკესტრანტები ჩვეული სამუშაო ტანისამოსში იყვნენ, მაგრამ სცენაზე ყველაფერი ისე შესრულდა როგორც სრულყოფილ დადგმის დროს – სრული დეკორაციებითა და კოსტიუმებით.
ოპერის პირველი სცენიდანვე, სადაც რადამესის რომანსია, ცხადი გახდა, რომ ამ საღამოს სცენაზე სხვა შემადგენლობა იქნებოდა ვიდრე მე ველოდი. რადამესის პარტიაში სამხრეთკორეელი ტენორი ჯეიმს ლი გამოვიდა, რომელმაც თავის კარიერა ბუქარესტის ოპერაში დაიწყო.
მას თბილი და ჟღერადი ხმა ჰქონდა და არ ერიდებოდა ზედა რეგისტრს, რომელშიც თავს აბსოლუტურად თავისუფლად გრძნობდა. მხოლოდ ამ დიდებული ზედა ნოტების გამო ეპატიებოდა კანტილენასა და ლეგატოების სისუსტე. ცხადი იყო, რომ მომღერალი თავს არ ზოგავდა და სრულად წარმოდგა მსმენელების წინაშე.

ძეფირელის რეჟისურა იყო ლიბრეტოში ასახული ეპოქის შესაბამისად, რაც ასე უხდება საოპერო დადგმას, არ იყო ზედმეტად პომპეზური, კარგად იყო მისადაგებული ჩვენი თეატრის საშუალო ზომის სცენას, კოსტიუმები და გრიმი არ იყო გადატვირთული, მხოლოდ საბალეტო სცენაში მოცეკვავე მამაკაცები თვალში საცემად გასუქებულები ჩანდნენ. მონუმენტალური დეკორაციები (ეგვიპტური საკულტო ნაგებობანი) ბევრ სცენაში იყო წარმოდგენილი და უხმაუროდ იცვლებოდნენ.
მეტად საინტერესოდ იყო გადაჭრილი მეორე აქტის მეორე სცენის ტრიუმფალური მარში – რომელშიც სცენისკენ ზურგით მიბრუნებული ფარაონი და მისი ამალა, თავისი შეძახილებითა და ტრადიციული ჟესტებით ესალმებოდნენ გამარჯვებულ ეგვიპტის არმიას და მის მხედართმთავარს (სცენის სიფართოვის ილუზიის შექმნა). ორკესტრი ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით რეპეტიციის პირობაზე საკმაოდ კარგად უკრავდა, ძირითადი შენიშვნა ეხება ტრიუმფალური მარშის დროს საყვირებს, რომლებიც სპეციალურ ნიშაში იყვნენ განლაგებულნი სცენის ქვეშ და უფერულად და დახშულად ისმოდა.

რაც ეხება ქალ სოლისტებს – რადამესის რომანსის შემდეგ დუეტში (Quale insolita) და ტრიოში (Vieni, o diletta, appressati) აიდამ დაჩრდილა ამნერისი, რომელიც დასაწყისში არ შეიმჩნეოდა (პატარა ხმა და უღიმღამო სიმღერა), თუმცა მეორე მოქმედებიდან აშკარად მოუმატა ხმას (დუეტი აიდასთან – Su! Del Nilo al sacro lido). აქ უკვე გამოჩნდა ხათუნა მიქაბერიძის გამართული მაღალპროფესიული ტექნიკა და სიმღერის კულტურა, მას ლამაზი და მყარი მაღლები ჰქონდა, თუმცა მისი ქვედა რეგისტრი სუსტად ისმოდა.
ამის შემდეგ ამნერისის შემსრულებელმა უმატა და უმატა ხმის ჟღერადობას, რაც კიდევაც (და უჩვეულოდ რეპეტიციისათვის) დასრულდა მეოთხე აქტის პირველ სცენის შემდეგ (დუეტი რადამესთან Gia I Sacerdoti adunansi და მსაჯულთა სცენა Ahime!... morir mi sento) კულისებიდან გამოსვლით აპლოდისმენტების ფონზე.
აიდის შემსრულებელმა (ხათუნა ჭოხონელიძე) კი პირიქით, გამიცრუა იმედები – ლამაზი დრამატული სოპრანოს პატრონმა რატომღაც ჩათვალა, რომ ნახევარი ტონით დაბლა დაესრულებიდა თავისი ყოველი მუსიკალური ხაზი, როგორც ქვედა ასევე ზედა რეგისტრში, ამიტომაც იგი საერთო დასიდან ამოვარდნილი მომეჩვენა, რამაც ერთადერთი ჩრდილი დატოვა ამ დღის წარმოდგენისას.
მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ამონასროს შემსრულებელი – ბარიტონი ნიკოლოზ ლაგვილავა. მისმა დიდმა სამხრეთულმა ხმამ უბადლო ფრაზირებითა და ჟღერადობით მოხიბლა მსმენელი. მისი აკადემიურ შესრულებას დავუმატოთ ამონასროს ცეცხლოვანი ტემპერამენტი და ადვილად მიხვდებით რა სიამოვნებას გვანიჭებდა მისი შესრულება. შემდეგ სცენებშიც ეს შთაბეჭდილება არ შენელდა.
ბანები, ფარაონი – გია ასათიანი და უმაღლესი ქურუმი რამფისი – რამაზ ჩიკვილაძე ასევე სრულიად შეესატყვისებოდნენ თავიანთ პარტიებს. ჩემს ლოჟაში აკუსტიკა იყო ცვალებადი: სავარძლიდან – მოგუდული, მაგრამ წამოდგომისას – ზედმეტად პლაკატური, აკლდა სინაზე და დახვეწილობა, ამიტომაც ჩასაბერი ინსტრუმენტები (ჰობოი და ფაგოტი), რომელსაც ვერდი ეფექტურად იყენებს პარტიტურაში, უჩვეულოდ ხმამაღლა ჟღერდნენ.
მეორე და მესამე მოქმედების შემდეგ ორი ნახევარსაათიანი პაუზა გაკეთდა. ვფიქრობ საკმარისი იქნებოდა ერთით შემოფარგვლა, რაც დასავლეთში მიღებული მანერაა. ამით არ ირღვევა დრამატურგიული ხაზი და ის შთაბეჭდილება, რითაც თეატრი და სცენა აჯადოებს მაყურებელს.
საღამო შედგა, სპექტაკლი უდავოდ წარმატებული იყო – კარგ ტრადიციულ რეჟისურას არ ჩამოუვარდა შესრულება – ამიტომაც თბილისის საოპერო თეატრს ამ წარმოდგენით შეუძლია იამაყოს, რადგან იგი სრულიად შეესატყვისება საერთაშორისო სტანდარტებს (თუკი აღნიშნული მცირე ხარვეზებს მიექცევა ყურადღება!). ერთია, რაც ბოლოში მინდა შევნიშნო – მახარებდა და მაკვირვებდა ახალგაზრდების ასეთი მოულოდნელი სიმრავლე თეატრში – მართლაც კლასიკურ მუსიკას ამდენი მსმენელი დაუბრუნდა თუ 'უფასო, ჯიქური' შესვლით მათმა მოდას გაუსწორენ თვალი? ოპერის ადმინისტრაციას ვუსურვებ მომავალში პრესასთან და კრიტიკოსებთან აქტიურ თანამშრომლობას, რაც აქამდე აკლია საოპერო თეატრს.
დადგმა – 4.5
შესრულება–3.2
ორკესტრი–3.2
დავით გიგინეიშვილი
გამოქვეუნებულია გაზეთ 'საქართველოს რესპუბლიკა' 2017;50(8187):7.
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი
03.03.2017, თბილისი
გენერალური რეპეტიცია
ჯუზეპე ვერი 'აიდა'
რეჟისორი – ფრანკო ძეფირელი
აიდა – ხათუნა ჭოხონელიძე
რადამესი – ჯეიმს ლი
ამნერისი – ხათუნა მიქაბერიძე
ამონასრო – ნიკოლოზ ლაგვილავა
რამგისი – რამაზ ჩიკვილაძე
ფარაონი – გია ასათიანი
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი
დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი